სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს - ადვოკატის კომენტარი
ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს - ადვოკატის კომენტარი

მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი ჯო­კია ბო­დო­კია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ ქრთა­მი არ აუ­ღია. ამის შე­სა­ხებ ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჯო­კია ბო­დო­კი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ბო­დო­კი­ას ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ კი, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, სა­სა­მარ­თლო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ იმ­სჯე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას, ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, თუმ­ცა და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა ბრალ­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბას, თით­ქოს და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა მის საქ­მი­ა­ნო­ბას მე­რი­ა­ში. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი ქმე­დე­ბა, რა­საც მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლად უყე­ნე­ბენ, ჩა­დე­ნი­ლი რომც ყო­ფი­ლი­ყო, ჯო­კია ბო­დო­კია აცხა­დებს, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში მის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ბრალ­დე­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯო­კია ბო­დო­კი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს. ად­ვო­კა­ტი კი აპი­რებს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კია და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­როს­მა ჯო­კია ბო­დო­კი­ამ ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მფარ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10 % – 180 000 აშშ დო­ლა­რი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ ქრთა­მის სა­ხით აიღო მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი – 50 000 აშშ დო­ლა­რი.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს - ადვოკატის კომენტარი

ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს - ადვოკატის კომენტარი

მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქრთამი არ აუღია. ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჯოკია ბოდოკიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ე.წ. მოდულის შენობაში ბოდოკიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დააფიქსირა პოზიცია, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდების ფორმულირებას, თითქოს დანაშაული უკავშირდება მის საქმიანობას მერიაში. ადვოკატის განცხადებით, მსგავსი ქმედება, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად უყენებენ, ჩადენილი რომც ყოფილიყო, ჯოკია ბოდოკია აცხადებს, რომ ეს დაკავშირებული არ იქნებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურში მის საქმიანობასთან.

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ვარაუდობს, რომ ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე პროკურატურა ჯოკია ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი კი აპირებს, რომ ალტერნატივის სახით სასამართლოს მიმართოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ