დღევანდელ საქართველოში მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აწუხებს, მათ შორის ერთ-ერთია ეკონომიკური სიდუხჭირე, განსაკუთრებით კი ლარის კურსის ცვალებადობა. ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ამ და სხვა მიმდინარე საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.
- როგორ უნდა მოვიქცეთ უახლოესი თვეების განმავლობაში, რომ ფინანსურად არ ვიზარალოთ?
- ლარის კურსმა თამაში 28 ნოემბრის მერე დაიწყო. საქართველოს მონეტარულ კურსს ქალწულის ზოდიაქო განაგებს, ამჟამად კი შავი მთვარე ქალწულის ზოდიაქოში იმყოფება. 21 მარტამდე ხელისუფლებამ შესაძლოა, მოახერხოს ლარის კურსის დასტაბილურება, მაგრამ ლარი არასტაბილური იქნება სექტემბრამდე. მერე კურსი დარეგულირდება და დიდი ხნის განმავლობაში გამყარდება. 18 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში მოსახლეობას ვურჩევ, ფრთხილად იყვნენ საბანკო კრედიტების აღებისას. მოსალოდნელია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდეს, ვერ გათვალოს თავისი შესაძლებლობები და მერე კრედიტების გადახდა გაუჭირდეს.
- პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს...
- პოლიტიკური ცვლილებები მოსალოდნელი იყო 20 იანვრიდან 19 თებერვლამდე. რადგან ჩვენი პრემიერ-მინისტრი ზოდიაქოთი კირჩხიბია, არ მგონია, რომ მას თანამდებობა დაატოვებინონ. შესაძლოა, სამინისტროებში გარკვეული ცვლილებები კიდევ მოხდეს. 19 თებერვლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწევს სოციალური მოთხოვნები. მღელვარება მოსალოდნელია სოციალურ ფონზე. სამართლიანობის აღდგენაზე შეუძლიათ, 19 თებერვლამდე ისაუბრონ. მერე კი მოუწევთ სოციალურ საკითხებზე დაფიქრდნენ და ყველაფერი გააკეთონ მოსახლეობის ფინანსური პირობების გასაუმჯობესებლად. მოსალოდნელია რადიკალური