ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ქუთაისი-თბილისის ცენტრალურ გზაზე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და გზა გადაკეტეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, პოლიციელები ნამდვილ დამნაშავეს მალავენ და სანამ მისი დაკავება არ მოხდება, ისინი მიცვალებულს არ დაკრძალავენ.
აქციის მონაწილეეების თქმით, თუკი პოლიცია ნამდვილ დამნაშავეს დროულად არ დააკავებს, ისინი გარდაცვლილს ხვალ, პარლამენტის შენობასთან დაასვენებენ.
ამ წუთებში ქუთაისი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.