სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზაქარია ქუცნაშვილი:"ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას"
ზაქარია ქუცნაშვილი:"ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას"

ზა­ქა­რია ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს უებ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბევ­რი სხვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, - ამის შე­სა­ხებ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ხედ­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და. კი­თხვა კი ასე­თი იყო - თუკი უმ­რავ­ლე­სო­ბა პრე­ზი­დენ­ტთან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო პრინ­ციპ­ზე, რომ კან­დი­და­ტი აპო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რა­ტომ მოხ­და ქუც­ნაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა.

"რაც გან­ვა­ცხა­დე რამ­დე­ნი­მე დღის წინ, და­ა­დას­ტუ­რეს დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ, ელი­სო ჩა­ფი­ძემ და 16-მა დე­პუ­ტატ­მა. ზა­ქა­რია ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს ეუბ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბევ­რი სხვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­ხე­ლით კად­რუ­ლო­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და ამ დროს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს ვერ აყე­ნე­ბენ საქ­მის კურ­სში. სი­მარ­თლე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, თუკი კი­დევ ვინ­მეს მეტი დე­პუ­ტა­ტის აზ­რის გა­გო­ნე­ბა სურს, კი­თხონ იყო თუ არა ეს სა­კი­თხი უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მატ­ში გან­ხი­ლუ­ლი და შე­ჯე­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, პარ­ლა­მენ­ტი არ არის არის ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა და მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი წარ­მო­ად­გნენ თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ლა­მენ­ტა­რებს. "თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებს ვერ და­ი­ცავს, ის ვერ და­ი­ცავს ხალ­ხის უფ­ლე­ბებს. შე­ში­ნე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნას ვერ აა­შე­ნებს. ეს არის ჩვე­ნი კრე­დო", - გა­ნა­ცხა­და ქუც­ნაშ­ვილ­მა. იგი ვიცე-სპი­კერ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა კან­დი­და­ტის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე პო­ლიტ­საბ­ჭო­ში არ­სე­ბულ შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლიტ­საბ­ჭო არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და არა პო­ლიტ­საბ­ჭო. ეს არ არის ერთი პარ­ტი­ის გა­და­სა­წყვე­ტი თემა. ეს არის უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­სა­წყვე­ტი და იმ პარ­ტი­ის, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენს პარ­ლა­მეტ­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". არა­ვის აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ნო­პოლ­ზე­ბის უფ­ლე­ბა. თუ გვინ­და ისევ მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი იყოს მეშ­ვი­დე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მსგავ­სი სა­ნო­ტა­რო პა­ლა­ტა, მა­შინ და­უ­კა­რით ტაში", - გა­ნა­ცხა­და ქუც­ნაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთი ნა­წი­ლი სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვით და ხელ­მო­წე­რე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის 18 დე­პუ­ტა­ტი პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად შე­ჯე­რე­ბულ კრი­ტე­რი­უ­მებს აპ­რო­ტეს­ტებს. მათი გან­ცხა­დე­ბით, კან­დი­და­ტუ­რის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კრი­ტე­რი­უ­მით შერ­ჩე­ვა ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზაქარია ქუცნაშვილი:"ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას"

ზაქარია ქუცნაშვილი:"ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას"

ზაქარია ყოველთვის სიმართლეს უებნება საზოგადოებას, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარი ხედვის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვა კი ასეთი იყო - თუკი უმრავლესობა პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო პრინციპზე, რომ კანდიდატი აპოლიტიკური ფიგურა უნდა ყოფილიყო, რატომ მოხდა ქუცნაშვილის დასახელება.

"რაც განვაცხადე რამდენიმე დღის წინ, დაადასტურეს დიმიტრი ხუნდაძემ, ელისო ჩაფიძემ და 16-მა დეპუტატმა. ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც უმრავლესობის სახელით კადრულობენ მოლაპარაკებებს და ამ დროს უმრავლესობის წევრებს ვერ აყენებენ საქმის კურსში. სიმართლე დადასტურებულია, თუკი კიდევ ვინმეს მეტი დეპუტატის აზრის გაგონება სურს, კითხონ იყო თუ არა ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში განხილული და შეჯერებული", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტი არ არის არის ნოტარიუსთა პალატა და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრები წარმოადგნენ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებულ პარლამენტარებს. "თუ პარლამენტის წევრი საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავს, ის ვერ დაიცავს ხალხის უფლებებს. შეშინებული პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს. ეს არის ჩვენი კრედო", - განაცხადა ქუცნაშვილმა. იგი ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა კანდიდატის კრიტერიუმებზე პოლიტსაბჭოში არსებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭო არ არის საქართველოს პარლამენტი.

"გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და არა პოლიტსაბჭო. ეს არ არის ერთი პარტიის გადასაწყვეტი თემა. ეს არის უმრავლესობის გადასაწყვეტი და იმ პარტიის, რომელსაც წარმოადგენს პარლამეტში - "ქართული ოცნება". არავის აქვს გადაწყვეტილების მონოპოლზების უფლება. თუ გვინდა ისევ მერვე მოწვევის პარლამენტი იყოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მსგავსი სანოტარო პალატა, მაშინ დაუკარით ტაში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უმრავლესობის ერთი ნაწილი საგანგებო მიმართვით და ხელმოწერებით ეხმაურება. უმრავლესობის 18 დეპუტატი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა