მინსკში ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება .
პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს მცირე ხნით გაესაუბრნენ.
"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრისთვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა ლიდერებთან შედარებით, ბელორუსში გაცილებით გვიან ჩაფრინდა. დღევანდელ შეხვედრაზე აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ.
ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას მსოფლიო მედიის 500-მდე ჟურნალისტი აშუქებს.