სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომი შნაიდერი და ალენ დელონი - სიყვარული სცენარის გარეშე
რომი შნაიდერი და ალენ დელონი - სიყვარული სცენარის გარეშე

იხი­ლეთ ასე­ვე: რა მო­უყ­ვა ალენ დე­ლონ­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ

თო­ჯი­ნა და პეპე

"წლე­ულს შენ 70 წელი შე­გის­რულ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი.

იმი­ტომ, რომ ჩვენ და­ვი­ნიშ­ნეთ 50 წლის წინ.

იმი­ტომ, რომ ჩვენ ერ­თად გავ­ცუ­რეთ ფილმში "აუზი" 40 წლის წინ.

იმი­ტომ, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და.

იმი­ტომ, რომ ჩვენ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვით ერ­თად - და უბე­დუ­რი, როცა დე­ვი­დი გარ­და­იც­ვა­ლა.

იმი­ტომ რომ ეს ვი­ყა­ვით მე და შენ - სწო­რედ ამი­ტომ". - ამ სი­ტყვე­ბით გა­იხ­სე­ნა რომი შნა­ი­დე­რი ალენ დე­ლონ­მა, 2008 წელს, ფრან­გუ­ლი ოს­კა­რის სე­ზა­რის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე. XX სა­უ­კუ­ნის ულა­მა­ზე­სი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა. მა­მა­კა­ცუ­რი სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლოდ მიჩ­ნე­ულ­მა ალენ დე­ლონ­მა და ულა­მა­ზეს­მა რომი შნა­ი­დერ­მა, დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს XX სა­უ­კუ­ნის მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლით, თა­ვა­დაც მო­ა­ხერ­ხეს შე­ექ­მნათ სევ­დი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლი "სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია". ის მარ­თლაც ფილ­მი­ვით დას­რულ­და რომი შნა­ი­დე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ერ­თად. დღეს ალენ დე­ლო­ნი 77 წლი­საა, მისი თქმით, რომი შნა­ი­დე­რი მის გულ­სა და მო­გო­ნე­ბებ­ში ცხოვ­რობს.

* * *

ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი, რომ­ლის სრუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია ალენ ფა­ბი­ენ მო­რის მარ­სელ დე­ლო­ნი, 1935 წლის 8 ნო­ემ­ბერს, პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან სოში და­ი­ბა­და. მამა კი­ნო­დარ­ბა­ზის დი­რექ­ტო­რი იყო, დედა - ფარ­მა­ცევ­ტი. ალე­ნი სამი წლი­საც არ იყო, როცა მშობ­ლე­ბი გა­ი­ყარ­ნენ. რვა წლი­სა პან­სი­ონ­ში მოხ­ვდა, სა­ი­და­ნაც უდის­ციპ­ლი­ნო­ბის გამო პე­რი­ო­დუ­ლად აგ­დებ­დნენ. ალენ დე­ლონს კლა­სი­კუ­რი თე­ატ­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია. დე­დამ და მა­მო­ბილ­მა მის­თვის ყას­ბის პრო­ფე­სია შე­არ­ჩი­ეს. 16 წლი­სა ვე­ლო­სი­პე­დით და კრი­ვით ერ­თო­ბო­და, და­დი­ო­და კი­ნო­ში. 17 წლის ალე­ნი ინ­დო­ჩი­ნე­თის პირ­ველ ომში მოხ­ვდა, სა­დაც მისი თქმით, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 11 თვე გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში უდის­ციპ­ლი­ნო­ბის ბრალ­დე­ბით. ალენ დე­ლო­ნი ამ­ბობს: "ომმა სა­ში­ნე­ლე­ბა დამ­მარ­თა, ილუ­ზი­ე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი და იმე­დე­ბის ნაგ­ლე­ჯე­ბი ჩა­მიკ­ლა. იქ სა­მუ­და­მოდ დავ­ტო­ვე ბავ­შვო­ბა". 1956 წელს ალე­ნი პა­რიზ­ში დაბ­რუნ­და. დღი­სით გა­ზე­თებს არი­გებ­და, ხა­ნაც მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. ერთ დღე­საც ბედ­მა გა­უ­ღი­მა და ქუ­ჩა­ში "ტა­ლან­ტებ­ზე მო­ნა­დი­რე" ჰარი უილ­სონს გა­და­ე­ყა­რა, რო­მე­ლიც შვიდ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას შეჰ­პირ­და. ამის შემ­დეგ ფრან­გმა რე­ჟი­სორ­მა ივ ალეგ­რემ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლ­ზე მი­იწ­ვია. ალენ­მა ეს შან­სი გა­მო­ი­ყე­ნა, მან განგსტე­რის როლი შე­ას­რუ­ლა ფილმში "როცა ქალი ერე­ვა" და ამით კი­ნო­კა­რი­ე­რა და­ი­წყო.

ალენ დე­ლო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რის და­წყე­ბამ­დე და აღი­ა­რე­ბამ­დე ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი გზა გან­ვლო, ულა­მა­ზე­სი რომი შნა­ი­დე­რი ბავ­შვო­ბი­დან დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე იყო. გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის მსა­ხი­ო­ბი რომი შნა­ი­დე­რი, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელს ნი­ჭი­ე­რე­ბი­თაც და­ა­მახ­სოვ­რა თავი, 1938 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნა­ში, მსა­ხი­ობ­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 14 წლის რომი დე­და­სა­ვით მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. 15 წლი­სას ოც­ნე­ბა აუს­რულ­და და მისი დე­ბი­უ­ტი მო­ე­წყო. რო­მიმ ორ წე­ლი­წად­ში უკვე ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ფილ­მით "სისი: იმ­პე­რა­ტო­რის მძი­მე წლე­ბი" (1957 წელი).

XX სა­უ­კუ­ნის ულა­მა­ზე­სი წყვი­ლის გზე­ბი 1958 წელს, ფილმ "ქრის­ტი­ნას" გა­და­ღე­ბებ­ზე გა­და­იკ­ვე­თა, როცა რომი შნა­ი­დერ­მა უარი თქვა ფილმ "სისი: იმ­პე­რა­ტო­რის მძი­მე წლე­ბის" სე­რი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე და "ქრის­ტი­ნას" გა­და­ღე­ბებს და­თან­ხმდა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი პიერ-გას­პარ იუტი დაჰ­პირ­და რო­მის, რომ ლა­მაზ და ახალ­გაზ­რდა მე­წყვი­ლეს შე­ურ­ჩევ­და (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­მიმ ამ ფილმში ჰო­ნო­რა­რი 75 მი­ლი­ო­ნი ფრან­კი მი­ი­ღო,

ალენ­მა კი მხო­ლოდ 300 ათა­სი). ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­თა ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ალენ დე­ლო­ნი რო­მის პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში ელო­და ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში, რომ­ლე­ბიც არც კი იცო­და რო­გორ უნდა სჭე­რო­და. რო­გორც კი თვითმფრი­ნა­ვი და­ეშ­ვა, ალე­ნი რო­მის­კენ გა­ე­მარ­თა. რო­მის დე­დის­თვის უკი­თხავს: "ვინ არის ეს ყმაწ­ვი­ლი?" მან უპა­სუ­ხა: "ალენ დე­ლო­ნი უნდა იყოს - შენი პარტნი­ო­რი". ამის მეტი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მა­შინ არც სიყ­ვა­რუ­ლის ელდა სცე­მი­ათ. მე­ტიც, ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის დროს ისი­ნი ხში­რად ჩხუ­ბობ­დნენ. რომი ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და საქ­მეს, იგი პარტნი­ორ­ზე ამ­ბობ­და: "ჩვენ შო­რის ძნე­ლია სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა.

არა­ვინ აი­ტან­და გერ­მა­ნი­ა­ში საქ­მი­სად­მი ისეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­გო­რიც მას აქვს". რომი ასე­ვე იხ­სე­ნებ­და: "პა­რიზ­ში გა­ვი­ცა­ნი ნამ­დვი­ლი ალე­ნი, ეკ­ლი­ა­ნი, იმ­პულ­სუ­რი, მო­უ­ხე­შა­ვი ჭა­ბუ­კი, რო­მე­ლიც ჯინსსა და პე­რანგს არ იშო­რებ­და, სულ აგ­ვი­ან­დე­ბო­და გა­და­ღე­ბებ­ზე, მთელ ქა­ლაქს უვ­ლი­და თა­ვი­სი "რე­ნო­თი" და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ამ­ბებს ჰყვე­ბო­და..."

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რომი შნაიდერი და ალენ დელონი - სიყვარული სცენარის გარეშე

რომი შნაიდერი და ალენ დელონი - სიყვარული სცენარის გარეშე

იხილეთ ასევე: რა მოუყვა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ

თოჯინა და პეპე

"წლეულს შენ 70 წელი შეგისრულდებოდა. ძალიან მენატრები.

იმიტომ, რომ ჩვენ დავინიშნეთ 50 წლის წინ.

იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გავცურეთ ფილმში "აუზი" 40 წლის წინ.

იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.

იმიტომ, რომ ჩვენ ბედნიერი ვიყავით ერთად - და უბედური, როცა დევიდი გარდაიცვალა.

იმიტომ რომ ეს ვიყავით მე და შენ - სწორედ ამიტომ". - ამ სიტყვებით გაიხსენა რომი შნაიდერი ალენ დელონმა, 2008 წელს, ფრანგული ოსკარის სეზარის დაჯილდოებაზე. XX საუკუნის ულამაზესი წყვილის ურთიერთობის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მამაკაცური სილამაზის სიმბოლოდ მიჩნეულმა ალენ დელონმა და ულამაზესმა რომი შნაიდერმა, დიდი წვლილი შეიტანეს XX საუკუნის მსოფლიო კინემატოგრაფიაში და ერთმანეთისადმი საოცარი სიყვარულით, თავადაც მოახერხეს შეექმნათ სევდიანი და ტრაგიკული "სიყვარულის ისტორია". ის მართლაც ფილმივით დასრულდა რომი შნაიდერის გარდაცვალებასთან ერთად. დღეს ალენ დელონი 77 წლისაა, მისი თქმით, რომი შნაიდერი მის გულსა და მოგონებებში ცხოვრობს.

* * *

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომლის სრული სახელი და გვარია ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი, 1935 წლის 8 ნოემბერს, პარიზის გარეუბან სოში დაიბადა. მამა კინოდარბაზის დირექტორი იყო, დედა - ფარმაცევტი. ალენი სამი წლისაც არ იყო, როცა მშობლები გაიყარნენ. რვა წლისა პანსიონში მოხვდა, საიდანაც უდისციპლინობის გამო პერიოდულად აგდებდნენ. ალენ დელონს კლასიკური თეატრალური განათლება არ მიუღია. დედამ და მამობილმა მისთვის ყასბის პროფესია შეარჩიეს. 16 წლისა ველოსიპედით და კრივით ერთობოდა, დადიოდა კინოში. 17 წლის ალენი ინდოჩინეთის პირველ ომში მოხვდა, სადაც მისი თქმით, სამხედრო სამსახურის ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 11 თვე გაატარა ციხეში უდისციპლინობის ბრალდებით. ალენ დელონი ამბობს: "ომმა საშინელება დამმართა, ილუზიების ნარჩენები და იმედების ნაგლეჯები ჩამიკლა. იქ სამუდამოდ დავტოვე ბავშვობა". 1956 წელს ალენი პარიზში დაბრუნდა. დღისით გაზეთებს არიგებდა, ხანაც მიმტანად მუშაობდა. ერთ დღესაც ბედმა გაუღიმა და ქუჩაში "ტალანტებზე მონადირე" ჰარი უილსონს გადაეყარა, რომელიც შვიდწლიანი კონტრაქტის გაფორმებას შეჰპირდა. ამის შემდეგ ფრანგმა რეჟისორმა ივ ალეგრემ მეორეხარისხოვან როლზე მიიწვია. ალენმა ეს შანსი გამოიყენა, მან განგსტერის როლი შეასრულა ფილმში "როცა ქალი ერევა" და ამით კინოკარიერა დაიწყო.

ალენ დელონისგან განსხვავებით, რომელმაც კარიერის დაწყებამდე და აღიარებამდე ცხოვრების რთული გზა განვლო, ულამაზესი რომი შნაიდერი ბავშვობიდან დიდების მწვერვალზე იყო. გერმანული წარმოშობის მსახიობი რომი შნაიდერი, რომელმაც მაყურებელს ნიჭიერებითაც დაამახსოვრა თავი, 1938 წლის 23 ოქტომბერს ვენაში, მსახიობთა ოჯახში დაიბადა. 14 წლის რომი დედასავით მსახიობობაზე ოცნებობდა. 15 წლისას ოცნება აუსრულდა და მისი დებიუტი მოეწყო. რომიმ ორ წელიწადში უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ფილმით "სისი: იმპერატორის მძიმე წლები" (1957 წელი).

XX საუკუნის ულამაზესი წყვილის გზები 1958 წელს, ფილმ "ქრისტინას" გადაღებებზე გადაიკვეთა, როცა რომი შნაიდერმა უარი თქვა ფილმ "სისი: იმპერატორის მძიმე წლების" სერიების გაგრძელებაზე და "ქრისტინას" გადაღებებს დათანხმდა. ფილმის რეჟისორი პიერ-გასპარ იუტი დაჰპირდა რომის, რომ ლამაზ და ახალგაზრდა მეწყვილეს შეურჩევდა (საინტერესოა, რომ რომიმ ამ ფილმში ჰონორარი 75 მილიონი ფრანკი მიიღო,

ალენმა კი მხოლოდ 300 ათასი). ფოტორეპორტიორთა ალყაში მოქცეული ალენ დელონი რომის პარიზის აეროპორტში ელოდა ყვავილებით ხელში, რომლებიც არც კი იცოდა როგორ უნდა სჭეროდა. როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა, ალენი რომისკენ გაემართა. რომის დედისთვის უკითხავს: "ვინ არის ეს ყმაწვილი?" მან უპასუხა: "ალენ დელონი უნდა იყოს - შენი პარტნიორი". ამის მეტი არაფერი მომხდარა, მაშინ არც სიყვარულის ელდა სცემიათ. მეტიც, ფილმის გადაღებების დროს ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. რომი ზედმეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, იგი პარტნიორზე ამბობდა: "ჩვენ შორის ძნელია საერთო ენის გამონახვა.

არავინ აიტანდა გერმანიაში საქმისადმი ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც მას აქვს". რომი ასევე იხსენებდა: "პარიზში გავიცანი ნამდვილი ალენი, ეკლიანი, იმპულსური, მოუხეშავი ჭაბუკი, რომელიც ჯინსსა და პერანგს არ იშორებდა, სულ აგვიანდებოდა გადაღებებზე, მთელ ქალაქს უვლიდა თავისი "რენოთი" და არაჩვეულებრივ ამბებს ჰყვებოდა..."

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება