როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიაში, არნემის "ვიტესში" თამაშობს.

21 წლის ფეხბურთელს საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. ჰყავს ულამაზესი მეუღლე - გვანცა ნიშნიანიძე, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.

- მე და ვაკო ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი მშობლები მეგობრები იყვნენ და შესაბამისად, ჩვენც ვმეგობრობდით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. 17 წლის ასაკში მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა, შემდეგ ეს ურთიერთობა გაღრმავდა და დავქორწინდით.

- რამდენი წლის იყავით, ოჯახი რომ შექმენით?

- ვაკოც და მეც - ორივე 19 წლის ვიყავით. შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს ვერ "გავქაჩეთ".

- შვილები არ გყავთ?

- არა, შვილები ჯერ არ გვყავს. ყველაფერი წინ გვაქვს და არაფერს ვჩქარობთ. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ჰოლანდიაში ვცხოვრობთ, რადგან ვაკო აქაურ ნაკრებში თამაშობს... ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. როგორც ვაკოს საქმე მოითხოვს, მომავალშიც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ და სადაც საჭირო იქნება, საცხოვრებლადაც იქ გადავალთ. მთავარია, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ.

- შენ რა პროფესია გაქვს?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა, წარმატებული და ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ნაადრევად დაოჯახების გამო ეს ოცნება ვერ ავიხდინე. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. იმედია, მათ განხორციელებას შევძლებ.

- მეუღლე ხომ არ იყო წინააღმდეგი, რომ სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გაგეგრძელებინა?

- არა, ვაკო ამის წინააღმდეგი არ იყო. უბრალოდ, საქართველოში არ ვცხოვრობდით და აქედან გამომდინარე, ვერ მოვახერხე სამსახიობოზე ჩაბარება.

- დედმამიშვილები გყავს?

- და და ძმა მყავს. 2 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და დედამ, რომელიც ჩემთვის ქალის იდეალია, უმამოდ გაგვზარდა.

გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს