"რადგან შოუებს არ ვდგამდი, ამიტომ ფული მაქვს აღებული შვილის სისხლში?" - გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას დედა ბრალდებებს პასუხობს

"რადგან შოუებს არ ვდგამდი, ამიტომ ფული მაქვს აღებული შვილის სისხლში?" - გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას დედა ბრალდებებს პასუხობს

რამდენიმე დღის წინ, შვილმკვდარმა მამამ, ლევან გაბუნიამ სკანდალური განცხადება გააკეთა - კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილი თავისი შვილის, გიორგი გაბუნიასა და შვილის მეგობრის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები დააკავეს, თუმცა, ვაკე-საბურთალოს პროკურატურას იური ვაზაგაშვილმა 70.000 აშშ დოლარი გადაუხადა და ზურაბ ვაზაგაშვილი გაათავისუფლეს.

განცხადებამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა, ზოგიერთმა ადამიანმა გაბუნიების ოჯახი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან ფულის აღებაშიც კი დაადანაშაულა.

ბრალდებებზე პასუხად, გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას დედამ "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა:

"საკმარისია, არ გრცხვენიათ ხალხო??? რადგან მე შოუებს არ ვდგავდი და ჩემი შვილი სრულიად საქართველოს არ გატირეთ ამიტომ ფული მაქვს აღებული შვილის სისხლში???? საქმეს პროკურატურა იძიებდა და გამომძიებლებზეც საგამოძიებლო ნაწილში საქმეა აღძრული!!!!!!!! გენერალურ პროკურატურას კონტროლზე ჰქონდა აყვანილი- შედეგი? ეჭვმიტანილის სიკვდილის გამო საქმეს დაგიხურავთო!!!!!! შედეგი არ დადგება!!!!!! მაინცდამაინც სანახაობა გინდათ????? მერედა ჩვენს ქვეყანაში დაზარალებულის დაცვის მექანიზმი რომ არ არსებობს, არ იცით??????? კიდევ სისხლი გინდათ????

უნდა დამთავრდეს ამ საქმის პოლიტიზირება!!!!!!!!  და არა მარტო ამ საქმის, ყველა საქმის, გამომივიდნენ აქ ტელევარსკვლავები ეს შვილმკვდარი ხალხი,

ყველამ იცის თავის დროზე გახმაურებული ბექა პაპუაშვილისა და ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ, ყველამ და ყველა დუმს, არ აწყობთ სიმართლის თქმა???? მკვლელებს ხელს აფარებენ?????? სიმართლე ლევან გაბუნიამ გააჟღერა, და უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიაო...... დაგვაგიჟეს 12 წელი პროკურატურაში....

ყველაფერს აქვს საზღვარი!!!! შოუ გინდათ??????? მიიღებთ!!!!!!!!!!!!!!!!! და მერე დამიდგება ვინმე გვერდზე??? სიმართლისათვის!!!!!!! მე არც ვიყიდები და არც არავის ყიდვას არ ვაპირებ!!!!!!!!! გეკითხებით, დამიდგებით გვერდით უანგაროდ??????", - წერს ციცი გაბუნია.

მეტი ინფორმაციისთვის| ყველა დეტალი 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილს უკავშირებენ - რას წერდა პრესა 2006 წელს

ასევე ნახეთ| "რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ