ასტროლოგებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს პოლიტიკოსის მონაცემებსა და ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს შორის. დამეთანხმებით, ყველას როდი ხელეწიფება მასებთან სწორი ურთიერთობა, არც დამაჯერებლად საუბრის მანერა, უსაზღვროდ დიდი თვითრწმენა და სხვების დარწმუნების ნიჭი გააჩნია ბევრს. პოლიტიკოსი თავისი ბუნებით აუცილებლად უნდა ფლობდეს გარდასახვის ნიჭს, ცოტაოდენი სამსახიობო ელემენტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პუბლიკა მოსაწყენად ჩათვლის და მარტივად მოუძებნის შემცვლელს. გარდა ამისა, პოლიტიკოსს ისიც უნდა შეეძლოს, რომ სწრაფად მოახდინოს ლავირება შექმნილ სიტუაციაში, არასოდეს დაკარგოს საკუთარი ემოციების მართვის უნარი და მაქსიმალური გამჭრიახობა გამოავლინოს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელთან ურთიერთობაში. მოკლედ, "დიდთან დიდი უნდა იყოს, პატარასთან - პატარა".
როგორც სტატისტიკური კვლევები ცხადყოფს, ყველაზე მეტი და კარგი პოლიტიკოსი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინება ქვეყანას. მერწყული სოციალურად აქტიური, კომუნიკაბელური, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე, რეფორმატორი ნიშანია. ამიტომაც ახერხებენ მერწყულები პოლიტიკოსის როლის კარგად მოგრებას. ნიკოლა სარკოზი, აბრაამ ლინკოლნი, ფრანკლინ რუზველტი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ვაშინგტონი - ვფიქრობ ერთობ შთამბეჭდავი სიაა ცნობილი მერწყული პოლიტიკოსების გასახსენებლად.