ვინ არის გია ჯაჯანიძის საცოლე – ტელეწამყვანი საკუთარ რჩეულზე ღიად ალაპარაკდა

ვინ არის გია ჯაჯანიძის საცოლე – ტელეწამყვანი საკუთარ რჩეულზე ღიად ალაპარაკდა

გადაცემა "სხვა რაკურსის" წამყვანი გია ჯაჯანიძე, ბოლო დროს სასწაულებს ახდენს, მის შოუს საოცარი რეიტინგი აქვს, თუმცა როგორც ამბობს, არიან ადამიანები, რომლებიც მას უმოწყალოდ ლანძღავენ. მიუხედავად ამისა, როგორც ამბობს, თავის საქმეს მიჰყვება და გადაცემაზე მუშაობს.

გია შალვა რამიშვილის იუმორისტულ შოუს სტუმრობდა, სადაც გადაცემის ავტორმა და წამყვანმა მეოთხე ცოლის მოყვანაზე ჰკითხა... გაირკვა, რომ გია ამ ქორწინებაზე მართლაც ფიქრობს.

- მეოთხე ცოლი მართლა მოგყავს?

- წელიწად-ნახევარია, რაც კარგი, უკონფლიქტო, მეგობრული ურთიერთობა მაქვს ადამიანთან... ვცდილობდი, ეს ურთიერთობა არ გახმაურებულიყო, მაგრამ ჩემმა საახლობლომ აღარ მომცა დამალვის საშუალება... მისი ცოლად მოყვანა გადაწყვეტილი მაქვს, ვნახოთ, რა იქნება. სიმართლე გითხრა, შალვა რამიშვილის კითხვა (თავის გადაცემაში) თავდასხმად მივიჩნიე, მერე ვეღარ მოვიტყუე და დავეთანხმე, მაგრამ იქვე მივაყოლე, - ახლა ხალხი იტყვის, რა გარყვნილია, მეოთხე ცოლი მოჰყავსო, რადგანაც ვიცოდი, ამ ჩემს ნათქვამზე საშინელი რეაქცია ექნებოდათ. ამიტომ არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ იძულებით მომიხდა.

- როგორ ფიქრობ, როდის მომწიფდება ცოლის მოყვანის საკითხი, ანუ როდის იქორწინებ ადამიანზე, რომელთანაც ახლა კარგად გრძნობ თავს?

- მოკლედ, ჩემს ასაკში, ნელ-ნელა დავიწყე ფიქრი უკვე იმაზე, რომ ვკარგავ თავისუფლებას... ქორწინება ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს-მეთქი, რომ ვთქვა, მგონია, რომ ახლა ამაზე ატყდება ახლა. მოკლედ, არ ვიცი, მგონია, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდება. ამ სიტუაციაში კარგი ის არის, რომ ქალბატონს, რომელიც ჩემ გვერდით არის, არ აწუხებს ის, ოჯახი ექნება თუ არა. ინიციატივას არც იჩენს.

- საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონია?

- არა და ამასთან, საეროდ არ აქვს სურვილი, რომ იყოს ცნობილი, რადგანაც თავისი საქმე აქვს და ცხოვრობს ასე.

- ვინ არის პროფესიით?

- უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი.

- წინამორბედ მეუღლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- იდეალური. საერთოდ უკონფლიქტო ვარ, თუ ვინმე კონფლიქტში გამომიწვევს, ვცდილობ, ავუხსნა და დავალაგო სიტუაცია.

- ე.ი. ყოფილ ცოლებს კონფლიქტით არ დასცილებიხარ?

- არა, ამ გადმოსახედიდან იმის მტკიცება, რომ მე ვიყავი მართალი, თუ ისინი, ასე არ ყოფილა. ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის იყო უსიამოვნო ფაქტები, მაგრამ ის, რომ გავლანძღე, ან გამლანძღეს, ასეთი არ ყოფილა. ვიმეორებ, გრძნობა მთავრდებოდა, ურთიერთობა გრძელდებოდა. ერთმანეთისთვის ახლობლები ვიყავით და ასე ვიშლებოდით. ამაზე კი საშინელი რეაქცია ჰქონდა ხალხს. რას ჰქვია აღარ გიყვარდა? გრძნობა როგორ დამთავრდა? ოჯახი რატომ დაშალეთ? რა ვქნა, მომკალით და ამ ფრაზებს ვერ ვიგებდი და ვიგებ.

- სამივე ქორწინება ჯვარდაწერილი იყო?

- ჯვარი მხოლოდ პირველ ცოლთან მქონდა დაწერილი.

- ისე, რატომ გიკვირს ტრადიციულ ქვეყანაში, რომ ვიღაც რაღაცას იტყოდა?

- კაცო, ამ ტრადიციულ ქვეყანაში მე თუ არავის ვერჩი, რატომ მერჩიან? - ეს მაკვირვებს. ტრადიციული ქვეყანა ვართ, მაგრამ მგონი, არ არის ტრადიციული, რომ დგახარ და ჭორაობ, ლანძღავ, ცილს სწამებ. ისე, მეც ბევრი ტრადიცია მაქვს შემორჩენილი ოჯახიდან, რომელთაც დღესაც ვიცავ... როცა ჩემი ოჯახი სხვადასხვა დროს დაინგრა, რამდენიმე ადამიანმა სერიოზულად მისაყვედურა. გავიდა წლები და იმ ადამიანებს, ვინც გამკილეს, ისე სკანდალურად დაენგრათ ოჯახები, ვერც წარმოიდგენთ.

იცით, რატომ ვარ წარმატებული? ჩემს ცხოვრებაში არ გამიკილავს სხვისი პირადი ცხოვრება. ასე რომ, არავინ იცის, ვის რა მოუვა მომავალში და ვურჩევ, ნუ განმიკითხავენ.

- სამ წინამორბედ ქორწინებას არ ნანობ?

- მე ვარ სინანულში არა იმიტომ, რომ ოჯახები დაინგრა, არამედ იმის გამო, იქნებ ვინმეს გული ვატკინე...  

- როგორც ამბობენ, შენს გადაცემას მაღალი რეიტინგი აქვს...

- საოცარი ის არის, გადაცემა წარმატებულია, რეიტინგული და ისევ მლანძღავენ.

- რატომ?

- არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები იმის გამო მლანძღავენ, - რატომ არღვევ ჩვენს უფლებებს, ვიღაცას მეტი სიტყვა მიეცი და დაგვჩაგრეო. ტრადიციულები მეუბნებიან, - რატომ მოგყავს გადაცემაში არატრადიციული ორიენტაციის ხალხიო. მორწმუნეები ასეთ პრეტენზიას აცხადებენ, - რატომ აჩენ ამდენ ცოდვით დაცემულსო, ათეისტები წუწუნებენ, - ყველა ეთერში მღვდელი რატომ გიზისო?გავაკეთე იუმორისტული გადაცემა და რა დროს ხალისიაო, რა ხდება ქვეყანაში ვერ ხედავო? ადამიანურ ტრაგედიებზე იყო გადაცემა და კიდევ ტრაგედიები გვინდა ეკრანიდანო? მოკლედ, ხალხს არაფერი უნდა.

- საზოგადოების გული ვერ მოიგე...

- გული მოგებული მაქვს, რადგანაც ჩემი თავი მიყვარს, ვარ ბედნიერი. ამ ადამიანებმა კი მართლა ვეღარ გაიგეს, რა უნდათ. თუ არ უნდათ, რატომ უყურებენ?! ამიტომ მე ჩემს ცხოვრებასა და საქმეს მივყვები და ვარ ასე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია