Facebook-ზე მომხმარებელი მაყვალა დავითაძე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი დროის გმირის შესახებ არის მოთხრობილი. როგორც პოსტის ავტორი წერს, ახალდაბასთან საშინელი ავარია მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილი მტკვარში გადავარდა. "მანქანაში მსხდომნი განწირულნი იყვნენ... უცებ გაჩერდა ერთი მანქანა, მძღოლი გადმოხტა მანქანიდან და დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში", - აღწერს სურათს მაყვალა დავითაძე.
"ემოციითა ვარ დამუხტული.... დღეს დაახლოებით ხუთის ნახევარზე, ახალდაბასთან საშინელი ავარია მოხდა... სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა მოსახვევში მკვეთრად მოუხვია... მანქანა მტკვარში გადავარდა.... საშინელი სურათი იყო... მანქანაში მსხდომნი განწირულნი იყვნენ... უცებ გაჩერდა ერთი მანქანა(სავარაუდოდ ტაქსი)მძღოლი გადმოხტა თავისი მანქანიდან და დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში... ჩაყვინთა ჯერ მძღოლის მხარეს, მერე მეორე მხარეს... კარი არ გაიღო.... უცებ მოიფიქრა დალოცვილმა...ლუკი ჩაამტვრია, კარი რა გითხრათ, რაღაც სასწაულით გააღო... და შიგ მსხდომნი სათითაოდ გამოიყვანა ნაპირზე.... ღმერთო, ეს მართლა სასწაული იყო... ოთხი სიცოცხლე გადარჩინა იმ მადლიანმა კაცმა.... ისე დაბნეული იყო ყველა, და მეც რომ არც კი გვიკითხავს ვინ იყო, სადაური.... აკანკალებულმა გაიძრო თავისი სვიტერი... გაწურა, ასევე სველი გადაიცვა... თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა...... გული გამითბო მისმა ადამიანურმა სიკეთემ.... ღმერთო, ძლიერო, დალოცე, სადაც იქნება ის კაცი და როგორც იქნება.... გაუძლიერე და გაუმრავლე შთამომავალი.....", - წერს მაყვალა დავითაძე.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი