"პუტინი მეოცე საუკუნის ტირანია" - მსოფლიო ლიდერების მწვავე შეფასებები რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომზე

"პუტინი მეოცე საუკუნის ტირანია" - მსოფლიო ლიდერების მწვავე შეფასებები რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომზე

ეგვიპტურ გაზეთთან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად მიიჩნევს "მეზობელი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის ახალი ფორმულის" აღმოჩენას.

"საზოგადოებამ კონსოლიდირება უნდა მოახდინოს უკრაინის პოზიტიური ღირებულებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების გარშემო. ამისათვის საჭიროა, რომ კიევის ხელისუფლებამ მოუსმინოს საკუთარ ხალხს, იპოვოს საერთო ენა და მოლაპარაკებები აწარმოოს ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და რეგიონებთან. მათ უნდა გამოიმუშავონ სახელმწიფოს მოწყობის ისეთი ფორმულა, რომლის დროსაც უსაფრთხოდ და კომფორტულად იცხოვრებს ყველა მოქალაქე და დაცული იქნება ადამიანის უფლებები,"- ამბობს პუტინი. 

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთს არ ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. პუტინი ირწმუნება, რომ ბრალი აშშ-სა მის დასავლელ მოკავშირეებს ეკისრებათ, რომლებიც ცდილობენ "ყველას საკუთარი სურვილები მოახვიონ თავს". პუტინმა ასევე მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები სეპარატისტების წარმომადგენლებთან და აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის ამ საქმეში დახმარების გასაწევად.

პარალელურად, დასავლეთი უკრაინაში შექმნილი კრიზისის მოგვარების გზებზე ფიქრობს. 11 თებერვალს, მინსკში, პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ბედი 2-3 დღეში გაირკვევა. მისი თქმით, მოვლენათა განვითარება თავად მოწინააღმდეგე მხარეებზეა დამოკიდებული. "ჩვენ ახლა ნამდვილად გზაჯვარედინზე ვდგავართ", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით: "ვლადიმერ პუტინი არა მხოლოდ მსოფლიო წესრიგს არღვევს, არამედ დიდ ზიანს აყენებს თავად რუსეთსაც, ის საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით არის შეპყრობილი. მას სწამს, რომ მაიდანი აშშ-ის მიერ არის მოწყობილი და უკრაინელებს ამაში წვლილი არ მიუძღვით".

ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰემონდმა, რომელმაც განცხადა, რომ რუსეთის ლიდერი "მეოცე საუკუნის ტირანივით მოქმედებს". "ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა შევეგუოთ რუსეთის ამ ზღვარგადასულ მოქმედებას", - განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად მსოფლიო ლიდერების მიერ დაწყებული მოლაპარაკებებისა, უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში 9 ჯარისკაცი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 "ბოევიკისა" და სამხედრო ტექნიკის განადგურება შეძლეს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული იფორმაციით, პრორუსმა მებრძოლებმა უკრაინის არმიის პოზიციებზე გუშინ 100-ჯერ მიიტანეს იერიში.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა