საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს - რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს

საატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს - რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს

სამომავლოდ შესაძლოა საატესტაციო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდეს. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული გამოცდების გაუქმებაზე საუბარი ზედმეტია. მისივე თქმით, სტრატეგიული მიმართულების დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია, საუბარია გამოცდების გარკვეულ ოპტიმიზაციაზე.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ეს არის საკმაოდ შრომატევადი სამუშაო, რომელიც იდეის დონეზე მუშავდება, მაგრამ წელს ამ კუთხით სიახლეები მოსალოდნელი არ არის და ცვლილებები გამორიცხულია.

"ეს არის ის იდეა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სასკოლო გამოცდების და ეროვნული გამოცდების სინთეზი და სკოლის დონეზე ჩატარება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული და მოითხოვს დიდ ლოჯისტიკას, ამიტომ ეს თემა ძალიან კარგად მუშავდება. ჯერჯერობით ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას არ გავაკეთებ, რადგან თემა მომზადებული არ არის. ვფიქრობ, რომ 2015-2016 წლისთვის ძირითადი მონახაზი გვექნება და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ დავიწყებთ ნელ-ნელა აპრობაციას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა სამუშაო ჯგუფის მიერ დადებული რეკომენდაციაა, რომელიც სტრატეგიული დოკუმენტის შედგენაზე მუშაობდა. დღეისათვის, მეთერთმეტე და მე-12 კლასის მოსწავლეები ოთხ-ოთხ საატესტაციო გამოცდას აბარებენ. ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევთ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილშიც.

როგორც მინისტრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, შესაძლოა მოხდეს მათი გაერთიანება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 12 გამოცდა იქნება ჩასაბარებელი. თამარ სანიკიძის განცხადებით, განსაზღვრული არ არის რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს.

თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ოპტიმიზაციის იდეა მუშავდება.

"ინტერპრესნიუსი"

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია