სერგეი ლავროვი - რუსეთს საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია

სერგეი ლავროვი - რუსეთს საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია

რუსეთს საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ჩვენ კონტაქტი და დიპლომატიური კავშირები საქართველოსთან არ შეგვიწყვეტია. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატი გრძელდება. მის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ არ მსმენია. ვფიქრობ, რამდენადაც ქართული მხარე ამ შეხვედრისთვის მზად იქნება, ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ" , - განაცხადა ლავროვმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პირისპირ შეხვედრებს 2008 წლის შემდეგ მართავენ. მხარეები დიალოგის ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა