ბოლო დროს სოციალურ ქსელში მომრავლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ადგილას ძიძას ბავშვი ჰყავს სასეირნოდ გაყვანილი და ძალიან ცუდად ექცევა, ფიზიკურად ეხება, უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული, ტირის და ხელში არ აჰყავს და ა.შ. გადავწყვიტეთ ამ თემაზე ცნობილი დედები ჩაგვეწერა და მათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.
მანიკა ასათიანი: "ძიძას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა არასასიამოვნო შემთხვევების გამო"
- ძიძა მყავს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ოთხი თვის იყო გიო, პირველად რომ დავტოვე ძიძასთან, დღემდე ორი ძიძა მყავს შეცვლილი, თამუნა მესამეა ჩვენთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ მისით.
- შეცვლის მიზეზი რა გახდა?
- მეორე ძიძაც კარგი იყო, მიზეზი რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა, ბავშვის ბაღში შეყვანას ვაპირებდი, მერე გადავიფიქრე და ახალი ავიყვანე.
- თუ გსმენია, ან თავად ხომ არ გქონია ცუდი გამოცდილება ძიძასთან დაკავშირებით?
- მე თვითონ მქონდა არასასიამვნო შემთხვევა პირველ ძიძასთან, უბრალოდ სახალხოდ არ ვლაპარაკობ. ცემის ფაქტი არ ყოფილა, ოთხი თვის ბავშვს დიდი მოვლა არ სჭირდება, როცა ტირის ელემენტარულია, რომ აიყვანო, გააჩუმო და დაამშვიდო, მაგრამ ნახევარი საათი რომ გადაბმულად ატირებ, ძალიან ცუდია, ეს შეიძლება, ბავშვის ფსიქიკაზე აისახოს, მსაგვსი შემთხვევა მქონდა.
- და როგორ მიხვდი, ან როგორ შეიტყვე ამის შესახებ?
- ვაკის პარკში ასეირნებდა ძიძა ჩემს შვილს, ბავშვი ტიროდა, სრულიად უცხო ადამიანმა, ვიღაცის, ვიღაცის ვიღაცამ, შემთხვევით იცნო ჩემი შვილი, დამირეკა და მითხრა, ბავშვი ისტერიკაშია და ხელში არ აჰყავს ძიძას, რომ დაამშვიდოსო.
- ამის შემდეგ უფრო მეტად არ გაგიჭირდა, ვინმესთვის გენდო შვილი?
- კი, ძალიან გამიჭირდა და მერე უკვე მარტო აღარ ვტოვებდი ბავშვს ძიძასთან, თუმცა მეორე ძიძა ნამდვილად კარგი ქალი იყო. მერე და მერე რომ მივეჩვიეთ ერთმანეთს, დატოვების პრობლემაც აღარ იყო, ახლა კი მართლა უნიკალური ძიძა მყავს, რომელიც არაა ამ საქმეში გამოცდილი, მაგრამ ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძიძის მოძიება სააგენტოს მეშვეობითაც შესაძლებელია, უბრალოდ ძიძას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა არასასიამოვნო შემთხვევების გამო, ხელწერილის სახით მაინც უნდა იწერებოდეს, ან რაღაც სახის დოკუმენტი დგებოდეს, რადგან ეს თემა ძალიან საფრთხილოა.
განაგრძეთ კითხვა