ე.წ. კორტების სპეცოპერაციის აქამდე უცნობი დეტალები- ირაკლი ქადაგიძის პირველი კომენტარი

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის აქამდე უცნობი დეტალები- ირაკლი ქადაგიძის პირველი კომენტარი

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ირაკლი ქადაგიძე 2006 წელს ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს.

როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, სპეცოპერაციის დროს ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ფირცხალავა კი, მისი მოადგილე იყო.

მისი თქმით, დეპარტამენტში ყაჩაღობასთან დაკავშირებით ინფორმაცია შევიდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ისნის რაიონის ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას აპირებდა. დაიგეგმა ჯგუფის დევნა-დაკავების ოპერაცია.  ქადაგიძე იხსენებს, რომ დევნა-დაკავების ოპერაციის დროს, მათი დანაყოფები საცობში მოყვნენ, რომლის შედეგადაც, მათი თვალთვალის არეალიდან დამნაშავეთა ჯგუფის ავტომანქანა დაიკარგა, ამ დროს კი, ირაკლი ფირცხალავამ ხელის საშუალებით, ყველა დანაყოფის საყურადღებოდ გადმოსვლისა და ავტომანქანის ფეხით მოძებნის ბრძანება გასცა. სწორედ ამ დროს ერთ-ერთი პოლიციელი გადმოვიდა, რომელმაც წინ მდგომი BMW-ს მარკის ავტომანქანა შეამჩნია. მასში სავარაუდოდ, დამნაშავეები უნდა მჯდარიყვნენ. ქადაგიძის თქმით, პოლიციელი მიუახლოვდა ავტომანქანას, ამ დროს კი, იქიდან სროლა განხორციელდა.

"ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელით მიმართა დანარჩენებს, რომ მანქანიდან სროლა მოხდა. ირაკლი ფირცხალავამ კი ჯგუფის დაკავების განკარგულება გასცა, პარალელურად კი ამბობს, რომ ჯგუფი სპეცდანიშნულების რაზმმა უნდა დააკავოს. პარალელურად, ავტომანქანა ცდილობს საცობიდან გამოსვლას, იწყებს უკუსვლით მოძრაობას, ტრიალებს ავტომანქანის მარცხენა მხრიდან, ამ დროს კი, მის წინ ჩნდება პოლიციელი გიორგი ბეროძე, რომელიც ახლა დაკავებულია. ავტომანქანამ ბეროძეს დაარტყა და ხუთი მეტრის მოშორებით გადააგდო. ამ დროს უკვე სპეცდანიშნულების რაზმიც ადგილზე იმყოფება, ავტომანქანა ეჯახება ბოძს, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმი საპასუხო სროლას ახორციელებს", - ჰყვება სპეცოპერაციის დეტალებს ქადაგიძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ