სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს

5 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან შექ­მნილ­მა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ანა დო­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რა შეს­თა­ვა­ზეს.

აღ­ნი­შულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი 5 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და კა­ნო­ნის უზა­ნა­ე­სო­ბის რე­ა­ლურ გა­რან­ტად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა სა­ჭი­რო.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, ისე­ვე, რო­გორც სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის უაღ­რე­სად სა­ჭი­როა მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბი­სა და ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე თავ­მჯდო­მა­რის შერ­ჩე­ვა.

წინა წლებ­ში სწო­რედ სა­სა­მარ­თლო გვევ­ლი­ნე­ბო­და მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტი­სა და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სად არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ან უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებ­და სა­ქარ­თვე­ლოს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გი­ტი­მურ ინ­ტე­რე­სებს. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი გახ­ლავთ იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ანა დო­ლი­ძე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ანა დო­ლი­ძე 2004-2006 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო. "ანა დო­ლი­ძეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი აქვს პრინ­ცი­პუ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სის­ხლის სა­მარ­თალ­ში მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბის და ბრალ­დე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის გა­რან­ტი­ის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და წა­მე­ბის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მრა­ვალ სა­ჯა­რო სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ანა დო­ლი­ძე გა­მო­ირ­ჩე­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით. ამ­ჟა­მად ანა დო­ლი­ძე სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას გა­ნაგ­რძობს კა­ნა­და­ში, არის და­სავ­ლეთ ონ­ტა­რი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და სა­მარ­თლის დარ­გში მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი; ატა­რებს ლექ­ცებს ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, სა­ერ­თო-სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა-მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, ჰელ­სინ­კის მო­ქა­ლა­ქე­თა ასამ­ბლეა, მრა­ვა­ლარ­ხი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­ის ინ­სტი­ტუ­ტი - სა­ქარ­თვე­ლო და ტრან­სცენდ-სა­ქარ­თვე­ლო აწე­რენ ხელს.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რეს, კოტე კუბ­ლაშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 23 თე­ბერ­ვალს ეწუ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს

5 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს.

აღნიშულთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. საინიციატივო ჯგუფში შემავალი 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ სამართლიანობისა და კანონის უზანაესობის რეალურ გარანტად სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაა საჭირო.

"საქართველოში გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ისევე, როგორც საერთო სასამართლოების სისტემის სრულფასოვანი, საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული რეფორმირებისათვის უაღრესად საჭიროა მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის მქონე თავმჯდომარის შერჩევა.

წინა წლებში სწორედ სასამართლო გვევლინებოდა მმართველი პოლიტიკური ელიტისა და მასთან ასოცირებული ჯგუფების ინტერესების გამტარებლად და შესაბამისად არ ითვალისწინებდა ან უმეტეს შემთხვევაში იგნორირებას უკეთებდა საქართველოს რიგითი მოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესებს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანა დოლიძე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ანა დოლიძე 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. "ანა დოლიძეს გამოვლენილი აქვს პრინციპულობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისხლის სამართალში მხარეთა თანასწორობის და ბრალდებულთა უფლებების დაცვის, საკუთრების უფლების გარანტიის, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, სასჯელაღსრულებითი სისტემის გამჭვირვალობასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მრავალ საჯარო საკითხთან დაკავშირებით. ანა დოლიძე გამოირჩევა პროფესიონალიზმით და უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაციით. ამჟამად ანა დოლიძე სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და სამართლის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ატარებს ლექცებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში", - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა-მრავალეროვანი საქართველო, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა, მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველო და ტრანსცენდ-საქართველო აწერენ ხელს.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 23 თებერვალს ეწურება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები