ქართველ მსახიობს ''ბონდიანას'' მორიგ სერიაში იღებენ - ''ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია...''

ქართველ მსახიობს ''ბონდიანას'' მორიგ სერიაში იღებენ - ''ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია...''

2011 წლიდან მსახიობი ლაშა ოყრეშიძე შოტლანდიაში ცხოვრობს. 2010 წელს მონაწილეობდა რუსთაველის თეატრში ბრიტანელი რეჟისორის ალეკი ბლაითის მიერ დადგმულ სპექტაკლში ''ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?''. ამ დადგმამ წარმატებით მოიარა ედინბურგის ფესტივალი და თბილისში სამი პრიზით დაბრუნდა. შემდეგ ლაშა ჩვენს სცენაზე აღარ გამოჩენილა. ინგლისში მყოფი ქართველის ბედით დავინტერესდით...

- ქუთაისელი თეატრალების ოჯახში გავიზარდე. ბაბუაჩემი ქუთაისის თეატრის რეჟისორი იყო, მამაჩემი იმავე თეატრის მსახიობია და დღემდე თამაშობს სპექტაკლებში. ბებიაჩემიც მსახიობი გახლდათ, სხვათა შორის, თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსდამთავრებული იყო და სწავლობდა მედეა ჩახავას, მარინე თბილელის თაობასთან ერთად. ბებიაჩემის ძმაც თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ ომში დაიღუპა. მახსოვს, ინსტიტუტიდან დაღუპულთა სია რომ წავიკითხე და მათ შორის იყო ბებიის ძმის სახელი, ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- დედაჩემმა იცოდა, მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა. დედიკოს ბიჭი ვიყავი და დღემდე ვარ (იღიმის). მამაჩემმა რომ გაიგო, მაგრად ''დაიძაბა'', ნიჭიერი ბიჭია, სხვა რამ სცადოს, მსახიობობა რად უნდა, რომ ცხოვრებაში გაწვალდებაო. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, როგორც ქურდებს არ უნდათ, მათი შვილიც ქურდი გახდეს (იღიმის). ალბათ, მამამ იფიქრა, კიდევ ერთი უნიჭო მსახიობი შეგვემატება და გაწვალებული დაიბოღმებაო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება