ჯონ ქერი - კიევმა დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებისა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პირობა დადო

ჯონ ქერი - კიევმა დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებისა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პირობა დადო

უკრაინა აშშ-ის დაჰპირდა, დონბასს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს და რეგიონში ადგილობრივი არჩევნები ჩაატაროს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად ჯონ ქერიმ დიპლომატიური გზა დაასახელა. მისი თქმით, კონფლიქტი ომის გზით არ გადაწყდება. ამისთვის, სახელმწიფო მდივნის აზრით, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა.

"უკრაინამ თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ვალდებულებას იღებს რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს, რათა დონბასის მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ეს ძალაში რჩება ისევე, როგორც ვალდებულება საკონსტიტუციო რეფორმების გატარების შესახებ. ასევე ძალაშია ვალდებულება, დონბასში ჩატარდეს თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები. ეს ყველაფერი ის ეტაპებია, რომლებიც ორივე მხარემ აუცილებლად უნდა განახორციელოს", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. მისივე თქმით, ამერიკა მზადაა დონბასში სამშვიდობო პროცესის გარანტი გახდეს. ამისთვის, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, რომ იქ მშვიდობა დამყარდეს.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა