სიდედრი ყვება, თუ როგორ მოიკლა ყოფილმა სიძემ თავი მის თვალწინ - საშინელი ტრაგედია რუსთავში

სიდედრი ყვება, თუ როგორ მოიკლა ყოფილმა სიძემ თავი მის თვალწინ - საშინელი ტრაგედია რუსთავში

შემზარავი ტრაგედია რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. 27 წლის დათო ქურდაძემ ყოფილი ცოლისა და სიდედრის თვალწინ გადაჭრილი სანადირო თოფი საფეთქელთან მიიდო, მათ რამდენიმე სიტყვა უთხრა და ჩახმახს თითი გამოჰკრა.

ლია გრძელიძე, გარდაცვლილის სიდედრი:

- ტრაგედია დღის პირველ საათზე დატრიალდა. იმ დღეს ჩემი მეორე ქალიშვილის, ნინოს დაბადების დღე იყო. ვემზადებოდით, რომ ეს დღე აღგვენიშნა. წინადღეს გოგონები მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ და გვიან დაბრუნდნენ შინ. დათუნას იქაც გაუვლია და ცოტა ხანი უსაუბრია მერიკოსთან. ღამით დათოს დედამ დარეკა, შვილს ეძებდა. აფორიაქებული იყო: შვილს მიუწერია, თავს მოვიკლავო. ამის შემდეგ მერიკოც ურეკავდა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. მერე მითხრეს, რომ თურმე იმ ღამით აქ ტრიალებდა. მესიჯებიც გამოუგზავნია გოგონებისთვის. ბოდიშებს იხდიდა ამ მესიჯებით - ვინც მიყვარს, იმათ ვატკინე გულიო. დათო ბრწყინვალე ადამიანი იყო, ძალიან კეთილშობილი. თუ შეიძლება, ადამიანი შეიმკოს ყველანაირი დადებითით, ასეთი იყო ჩემი დათუნა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დათო ჩვენს სახლში ხშირად მოდიოდა. სულ მეფერებოდა, - ლია დეიდა, ძალიან მიყვარხარო. იმ დღესაც კარი მე გავუღე, გოგონებს ეძინათ.

ისევ ისე თბილად მომეფერა, მეც ვეფერე. ჩემი მეგობარი იყო სახლში. ამ დროს მერიკოც გამოვიდა ოთახიდან და ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მერიკოს უთხრა, - ხომ იცი, როგორ მიყვარხარო? - შენც იცი, როგორ მიყვარდი, მაგრამ ახლა აღარ მიყვარხარო, - უთხრა მერიკომ. გაბრაზებული იყო და ასე იმიტომ უთხრა. დათო ისევ მოეფერა. სამზარეულოში გავედი, - ყავას მოგიდუღებ-მეთქი. მის ხელში იარაღი არ დამინახავს, თურმე, ქურთუკში ჰქონდა ჩამალული. მკითხა, - შენი მეგობარი მალე წავაო? მერე ნინოს 5 წლის შვილის სახლიდან გაყვანა ითხოვა. ალბათ, სახლში უნდოდა, ტრაგედია დაეტრიალებინა და ბავშვის გარიდებას იმიტომ ითხოვდა. ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი ამბისგან! შვილივით მიყვარდა და ვცდილობდი, შერიგებულიყვნენ... როგორ ეფერებოდა ცოლს, თქვენ არ იცით. სადარბაზოში გავიდა. უცებ გასროლის ხმა გაისმა. გვეგონა, ბავშვებმა რამე ააფეთქეს. მერიკო შემოვარდა ტირილით, - დედიკო, დათოს იარაღი აქვსო. წინათ მას იარაღი არასოდეს ჰქონია. გავედი და დავინახე, ეზოში, სადარბაზოს წინ იდგა და ხელში გადაჭრილი თოფი ეჭირა. მივუახლოვდი და ვუთხარი, - დედი, ასე ნუ მეთამაშები, იარაღით თამაში არ შეიძლება-მეთქი. მეგონა, მაშინებდა... - ბოდიში, ლია დეიდაო, - მე მითხრა, - მიყვარხარო, - მერიკოს, - და ჩახმახს გამოჰკრა. ყველაფერი წამებში მოხდა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. თქვენ არ იცით, რა განცდაა ეს...

ნახეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია