სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კანონი, რომლითაც ტელევიზიები არც ჯიბეს დააზარალებენ და არც მაყურებლის ნერვებს - მოქალაქეების პოზიცია შესაძლო რეგულაციებზე
კანონი, რომლითაც ტელევიზიები არც ჯიბეს დააზარალებენ და არც მაყურებლის ნერვებს - მოქალაქეების პოზიცია შესაძლო რეგულაციებზე

შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან მალე სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მე­ბის სიმ­რავ­ლემ თავი აღარ მო­გა­ბეზ­როთ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ვი­და, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკვე მი­ღე­ბუ­ლია. ტელე და რა­დიო სივ­რცე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა­ზე ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი წეს­დე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას საყ­ვა­რე­ლი გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბის დროს სა­რეკ­ლა­მო ჭრე­ბი არ მოს­წონს.

  • თე­მუ­რი 65 წლის:სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის მსვლე­ლო­ბის დროს რეკ­ლა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. მე რომ მკი­თხოთ,სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის დროს რეკ­ლა­მა სა­ერ­თოდ უნდა აიკ­რძა­ლოს.
  • ლიზა 25 წლის: ტე­ლე­ვი­ზორს ხში­რად არ ვუ­ყუ­რებ და არც რეკ­ლა­მის სიმ­რავ­ლე მა­წუ­ხებს, რად­გან თუ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბა მინ­და, სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ვახ­ვევ და გა­და­ცე­მას რეკ­ლა­მის გა­რე­შე ვუ­ყუ­რებ. მაგ­რამ ხში­რად მი­წევს ჩას­ვლა სო­ფელ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი არ მაქვს და არც სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზია და კარ­გად ვიცი, რა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჭარ­ბი დო­ზით სა­რეკ­ლა­მო ჭრე­ბი. ყვე­ლა მა­ყუ­რე­ბელ­მა ვი­ცით, რომ რეკ­ლა­მა ფუ­ლია, მაგ­რამ თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში ახერ­ხე­ბენ იმას, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა არც ჯიბე და­ი­ზა­რა­ლონ და არც მა­ყუ­რებ­ლის ნერ­ვე­ბი, ჩვენ­თან რა­ტომ არის ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი?!
  • მათე 40 წლის: ტელე-გა­და­ცე­მე­ბის სა­ყუ­რებ­ლად ბევ­რი დრო არ მაქვს, მაგ­რამ სა­ღა­მოს, რო­დე­საც სახ­ლში დაღ­ლი­ლი მივ­დი­ვარ, ნამ­დვი­ლად არ მსურს ფილ­მის ან გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რეკ­ლა­მე­ბით.
  • ნუნუ 70 წლის: იმ­ხე­ლა რეკ­ლა­მე­ბია, სე­რი­ა­ლე­ბის დროს, რომ ხში­რად მა­ვი­წყდე­ბა, რას ვუ­ყუ­რებ.
მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ხან­გრძლი­ვი რეკ­ლა­მა დამ­ღლე­ლი და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია, თუმ­ცა ახალ კა­ნონს მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, "რუს­თა­ვი 2" ჰყავს. მე­დია ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კი ამ­ბობს, რომ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზა­რი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა და ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ას გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი მი­ე­ცე­მა.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, კი 2015 წელს სა­რეკ­ლა­მო ჭრა იქ­ნე­ბა არა­უ­მე­ტეს 15 წუ­თი­სა ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2016 წლი­დან კი, სა­რეკ­ლა­მო ჭრი­სათ­ვის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი დრო შე­იძ­ლე­ბა 12 წუ­თამ­დეც შემ­ცირ­დეს. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მა­უ­წყებ­ლებს სა­რეკ­ლა­მო დრო­ის­თვის მთლი­ა­ნი სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დის 20 პრო­ცენ­ტი აქვთ გა­მო­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ უფ­ლე­ბა აქვთ ეს დრო სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნონ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის დიდი ნა­წი­ლი ე.წ. პრა­იმ ტა­იმ­ში ხვდე­ბა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, 20%-იანი შე­ზღუდ­ვა ძა­ლა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა, ის შე­ე­ხე­ბა არა 24-სა­ა­თი­ან ბა­დეს, არა­მედ ყო­ველ სა­ათს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­უ­წყე­ბელს დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში სა­რეკ­ლა­მო ჭრის­თვის სა­ათ­ში მხო­ლოდ 15 წუთი ექ­ნე­ბა.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვროს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის ზღვა­რი სა­მა­უ­წყებ­ლო სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ახალ­მა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა შე­საძ­ლოა, რეკ­ლა­მა­ზე ფა­სის გაზ­რდაც გა­მო­იწ­ვი­ოს, თუმ­ცა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ თუ მა­უ­წყე­ბე­ლი გო­ნივ­რუ­ლად იმუ­შა­ვებს, ეს მის შე­მო­სა­ვალ­ზე ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვას პარ­ლა­მენ­ტი უკვე სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე და­ი­წყებს. რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, შე­საძ­ლოა მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბი კი­დევ შე­ვი­დეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა ევ­რო­დი­რექ­ტი­ვებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

რუ­სუ­დან ობო­ლაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კანონი, რომლითაც ტელევიზიები არც ჯიბეს დააზარალებენ და არც მაყურებლის ნერვებს - მოქალაქეების პოზიცია შესაძლო რეგულაციებზე

კანონი, რომლითაც ტელევიზიები არც ჯიბეს დააზარალებენ და არც მაყურებლის ნერვებს - მოქალაქეების პოზიცია შესაძლო რეგულაციებზე

შესაძლოა, ძალიან მალე სატელევიზიო რეკლამების სიმრავლემ თავი აღარ მოგაბეზროთ. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით შევიდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ტელე და რადიო სივრცეში კომერციული რეკლამის განთავსებაზე ახალი რეგულაციები წესდება.

მოქალაქეების უმეტესობას საყვარელი გადაცემის ყურების დროს სარეკლამო ჭრები არ მოსწონს.

  • თემური 65 წლის: სატელევიზიო გადაცემების მსვლელობის დროს რეკლამის ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია, რომელიც ძალიან მაღიზიანებს. მე რომ მკითხოთ, საინფორმაციო გადაცემის დროს რეკლამა საერთოდ უნდა აიკრძალოს.
  • ლიზა 25 წლის: ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ და არც რეკლამის სიმრავლე მაწუხებს, რადგან თუ რომელიმე კონკრეტული გადაცემის ყურება მინდა, საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით გადავახვევ და გადაცემას რეკლამის გარეშე ვუყურებ. მაგრამ ხშირად მიწევს ჩასვლა სოფელში, სადაც ინტერნეტი არ მაქვს და არც საკაბელო ტელევიზია და კარგად ვიცი, რა გამაღიზიანებელია ჭარბი დოზით სარეკლამო ჭრები. ყველა მაყურებელმა ვიცით, რომ რეკლამა ფულია, მაგრამ თუ სხვა ქვეყნებში ახერხებენ იმას, რომ ტელევიზიებმა არც ჯიბე დაიზარალონ და არც მაყურებლის ნერვები, ჩვენთან რატომ არის ეს შეუძლებელი?!
  • მათე 40 წლის: ტელე-გადაცემების საყურებლად ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ საღამოს, როდესაც სახლში დაღლილი მივდივარ, ნამდვილად არ მსურს ფილმის ან გადაცემის ყურება დაუსრულებელი რეკლამებით.
  • ნუნუ 70 წლის: იმხელა რეკლამებია, სერიალების დროს, რომ ხშირად მავიწყდება, რას ვუყურებ.
მოქალაქეების უმეტესობა თანხმდება, რომ ხანგრძლივი რეკლამა დამღლელი და მომაბეზრებელია, თუმცა ახალ კანონს მომხრეებთან ერთად ერთი კონკრეტული მოწინააღმდეგე მედიასაშუალება, "რუსთავი 2" ჰყავს. მედია ბიზნესის წარმომადგენელთა უმრავლესობა კი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ სატელევიზიო ბაზარი დარეგულირდება და ყველა ტელევიზიას განვითარების თანაბარი პირობები მიეცემა.

ცვლილებების თანახმად, კი 2015 წელს სარეკლამო ჭრა იქნება არაუმეტეს 15 წუთისა ერთი საათის განმავლობაში. 2016 წლიდან კი, სარეკლამო ჭრისათვის ერთი საათის განმავლობაში გამოყოფილი დრო შეიძლება 12 წუთამდეც შემცირდეს. მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20 პროცენტი აქვთ გამოყოფილი, მაგრამ უფლება აქვთ ეს დრო საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამის დიდი ნაწილი ე.წ. პრაიმ ტაიმში ხვდება. ახალი რეგულაციით, 20%-იანი შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა, ის შეეხება არა 24-საათიან ბადეს, არამედ ყოველ საათს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში სარეკლამო ჭრისთვის საათში მხოლოდ 15 წუთი ექნება.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია კანონით განისაზღვროს კომერციული რეკლამის ზღვარი სამაუწყებლო საათის განმავლობაში.

ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, რეკლამაზე ფასის გაზრდაც გამოიწვიოს, თუმცა მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ თუ მაუწყებელი გონივრულად იმუშავებს, ეს მის შემოსავალზე ნაკლებად აისახება.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი უკვე საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს. როგორც კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, შესაძლოა მასში ცვლილებები კიდევ შევიდეს. მათივე ინფორმაციით, მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილება ევროდირექტივებმა განაპირობა.

რუსუდან ობოლაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია