ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგული 12 ადამიანის ძებნა გრძელდება

ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგული 12 ადამიანის ძებნა გრძელდება

ტაივანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგული 12 ადამიანის ძებნა გრძელდება. "ბიბისის" ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 31-ს მიაღწია, 15 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი დედაქალაქ ტაიბეისთან ახლოს გუშინ ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა. ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის "შავი ყუთი" უკვე იპოვეს. გარდა ამისა, საჰაერო მიმოსვლის საკონტროლო კომპიუტერში შენახული ჩანაწერის შედეგად, შესაძლებელი გახდა პილოტის ბოლო სიტყვების მოსმენა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, პილოტმა სადისპეჩეროს ძრავის გაუმართაობის შესახებ აცნობა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა