თბილისში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა

თბილისში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში, მიმდინარე წლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა. როგორც დავით ნარმანიამ დღეს, მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია ასრულებს მოქალაქეებისათვის მიცემულ დანაპირებს, რომელიც ახალი ჯანდაცვითი პროგრამების ამოქმედებას ეხება. ნარმანიას თქმით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ლეიკემიითა და ონკოჰემატური პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ითვალისწინებს.

მერის თქმით, პირველი პაციენტი უკვე დაფინანსდა და 9 თებერვალს იგი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც მას ძვლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდება. ანალოგიური ოპერაციები, პროგრამის ფარგლებში, ჯამში ყველაზე მწვავე 20 ბენეფიციარს დაუფინანსდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია