სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ეკა ყუშიტაშვილის ცხოვრების მძიმე ისტორია - როგორ იშოვა ინტერნეტვარსკვლავმა ბევრი ფული, მანქანა და სახლი
ეკა ყუშიტაშვილის ცხოვრების მძიმე ისტორია - როგორ იშოვა ინტერნეტვარსკვლავმა ბევრი ფული, მანქანა და სახლი

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი დღეს ლა­მის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე უამ­რავ რა­მეს წე­რენ, იუ­მო­რის­ტულ შო­უ­ებს კი მისი სა­ხით ახა­ლი, მსუ­ყე თემა მი­ე­ცათ.

ეკა 24 წლის არის. ის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დრა­მებ­ზე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს. ამ­ბობს, რომ მის თავ­ზე მხო­ლოდ წის­ქვი­ლის ქვა არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, თო­რემ ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­ჭირ­ვე­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვი­და, ორ­სუ­ლი და ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო. არც სახლ-კარი ჰქონ­და და არც მან­ქა­ნა. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და ორ­სუ­ლო­ბა, რო­გორც ამ­ბობს, მში­ე­რი მუც­ლით გა­ა­ტა­რა. ახლა "ბე­ემ­ვე იქს 5"-ზე ზის და მშე­ნე­ბა­რე სახ­ლში ბი­ნაც იყი­და, რო­მელ­საც არე­მონ­ტებს. ამ­ბობს, რომ და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ­და და ამა­ვე დროს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ციც აფი­ნან­სებ­და. ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ცი­ნა­რი­ძის­თვის არ და­უ­რე­კავს, მის მო­ად­გი­ლეს გოგა ჭან­ტუ­რი­ას კი ნამ­დვი­ლად მოს­თხო­ვა, პატ­რულს მის­თვის ჯა­რი­მა არ გა­მო­ე­წე­რა.

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მცი­რე ეპი­ზოდს ჟურ­ნალ "სარ­კე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და, რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. კა­ხეთ­ში და­ვი­ბა­დე. მერე რამ­დე­ნი­მე წელი უკ­რა­ი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, რად­გან ჩემი მშობ­ლე­ბი იქ იყ­ვნენ - დე­და­ჩე­მი ნა­ხევ­რად უკ­რა­ი­ნე­ლია, პე­დი­ატ­რია და იქ ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და. 6 წლის რომ ვი­ყა­ვი, ჩემი მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­შორ­დნენ, რაც ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლი იყო. მე და ჩემი და თე­ლავ­ში ჯერ მა­მა­ჩე­მის ბე­ბი­ას­თან, მერე მა­მა­ჩე­მის დე­დას­თან ვიზ­რდე­ბო­დით. სკო­ლა თე­ლავ­ში და­ვამ­თავ­რე.

5 წელი დე­დის­გან წე­რი­ლიც კი არ მიგ­ვი­ღია. 5 წლის მერე კი ჩა­მო­ვი­და და გვნა­ხა. მერე გა­თხოვ­და. მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, ქარ­თველს გაჰ­ყვა ცო­ლად. მისი მეჯ­ვა­რე ვი­ყა­ვი ქორ­წილ­ში. მა­მას­თან ერ­თა­დაც არ ვცხოვ­რობ­დით, რად­გან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე მო­იყ­ვა­ნა ცოლი. მერე მა­საც გა­შორ­და და ახლა მე­სა­მე ცოლი ჰყავს.

7-8 წლის ასაკ­ში უკვე და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ო­დი, საჭ­მელ­საც მე ვიმ­ზა­დებ­დი. და ჩემ­ზე 2 წლით უფ­რო­სია, მაგ­რამ, რომ იტყვი­ან, მხო­ლოდ თა­ვი­სი თა­ვის ადა­მი­ა­ნია. მშობ­ლე­ბი მას უფრო აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას - მის­თვის უნ­დო­დათ კარ­გი ტან­საც­მე­ლი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა. ჩემ­თვის კი არა­ვინ იყო. რო­გორ­ღაც გა­ვი­ზარ­დე. ჩემს თავ­ზე წის­ქვი­ლის ბორ­ბა­ლი არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, თო­რემ სხვა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დი­ლი მაქვს.

მერე გავ­თხოვ­დი. მა­ნამ­დე ჩემი და გა­თხოვ­და. მას­ზე სა­შინ­ლად ვეჭ­ვი­ა­ნო­ბი. მუ­ლებ­თან უფრო თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ვიდ­რე ჩემ­თან. კალ­თა­ში უს­ხდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, ერ­თი­მე­ო­რის გა­რე­შე არ ჭამ­დნენ, არ იძი­ნებ­დნენ... მე კი ეს სით­ბო სულ მაკ­ლდა, სულ მარ­ტო ვი­ყა­ვი.

როცა გავ­თხოვ­დი, მა­შინ­ვე ორ­სუ­ლად დავ­რჩი. სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. 6 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, ერთ სა­ღა­მოს მუ­ცე­ლი რომ ამ­ტკივ­და და ქმარს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ექიმ­თან წა­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, ახლა გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და­ლიე და ხვალ მი­ვი­დე­თო. ბავ­შვი მკვდა­რი დავ­ბა­დე და მეც ძლივს გა­დავ­რჩი. ამის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით, მაგ­რამ ისევ შევ­რიგ­დით, რად­გან მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, რომ სახ­ლში გა­ნა­თხო­ვა­რი შვი­ლი არ სჭირ­დე­ბო­და. მა­ლე­ვე დავ­რჩი ორ­სუ­ლად. ერთი თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა მის­გან წა­მო­ვე­დი და უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი. იქ ფრჩხი­ლე­ბის, თმე­ბის დაგ­რძე­ლე­ბა და ვი­ზა­ჟის გა­კე­თე­ბა შე­ვის­წავ­ლე. სა­ღა­მო­ო­ბით კი რეს­ტო­რან­ში სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვმუ­შა­ობ­დი- ჭურ­ჭელ­საც ვრე­ცხავ­დი, კარ­ტო­ფი­ლის თუ სხვა რა­მის გათ­ლა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი და ა.შ. ღა­მის 3-5 სა­ათ­ზე 20 გრა­დუ­სი­ან ყინ­ვა­ში ერთ კი­ლო­მეტრს ფე­ხით გავ­დი­ო­დი, რომ სახ­ლამ­დე მი­მეღ­წია. 5-6 თვე დავ­ყა­ვი უკ­რა­ი­ნა­ში, მერე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და ბინა ვი­ქი­რა­ვე. ნა­ხე­ვა­რი ორ­სუ­ლო­ბა მში­ე­რი მუც­ლით გა­ვა­ტა­რე. მთე­ლი 9 თვე ვმუ­შა­ობ­დი.

24 წელი რომ ავი­ღოთ მთლი­ა­ნო­ბა­ში, არა­ვის­გან მიგ­რძვნია იმ­დე­ნი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც დღეს ჩემი შვი­ლი ერთ დღე­ში იღებს ჩემ­გან. ბავ­შვი რომ გა­ვა­ჩი­ნე, სა­ლონ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში რაც ვი­მუ­შა­ვე, იმით სულ მა­სა­ლა ვი­ყი­დე, რომ აქ ჩა­მო­მე­ტა­ნა. ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ბი­ნის ქი­რის გა­დახ­და და ბავ­შვის მოვ­ლა. სა­ბავ­შვო ეტ­ლით დამ­ყავ­და სა­ლონ­ში და როცა საქ­მე მქონ­და, ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ­თობ­დნენ. 2 წელი ძუ­ძუს ვაჭ­მევ­დი, ისე გავ­ზარ­დე. სამ­კა­უ­ლებ­საც ვყიდ­დი სა­ლონ­ში.

ჩემი შვი­ლი წლის და თვე­ე­ბის იყო, ბაღ­ში რომ მი­ვიყ­ვა­ნე. გავ­რბო­დი, ძუ­ძუს ვაჭ­მევ­დი და უკან ვბრუნ­დე­ბო­დი. გვი­ა­ნო­ბამ­დე კი სა­ლონ­ში მყავ­და. ახლა 5 წლის არის, ცისი ჰქვია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემი სა­ლო­ნი გავ­ხსე­ნი, სა­დაც საკ­მა­ოდ დიდი "პუბ­ლი­კა" მყავ­და.

"სარ­კე": ფრჩხი­ლე­ბის დაგ­რძე­ლე­ბით იმ­ხე­ლა ფული იშო­ვეთ, რომ სა­ლო­ნის გახ­სნა შე­ძე­ლით?

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი: არა, ჩემ­მა ყო­ფილ­მა დე­დამ­თილ­მა მა­სეს­ხა ფული. ვი­ქი­რა­ვე ფარ­თი, მოს­წავ­ლე­ე­ბიც მყავ­და, ვმუ­შა­ობ­დი, შე­მომ­ქონ­და ფრჩხი­ლე­ბის ლა­ქე­ბი, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ვყიდ­დი. ბო­ლოს სა­ლო­ნი დავ­კე­ტე და სახ­ლში ვი­ღებ­დი კლი­ენ­ტებს. დღემ­დე სახ­ლში ვემ­სა­ხუ­რე­ბი მათ. 5 წე­ლია ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბე­ბი და­დი­ან ჩემ­თან და მეც დავ­დი­ვარ მათ­თან სახ­ლში. ეს საქ­მე მიყ­ვარს და მე­ხა­ლი­სე­ბა.

"სარ­კე": ჯიპი, რო­მელ­ზეც ახლა ზი­ხართ, ამ საქ­მით იყი­დეთ?

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი: მან­ქა­ნა პირ­ვე­ლად 3 წლის წინ ვი­ყი­დე - "მერ­სე­დე­სი ცე ერ კა", - მერე ეს ჯიპი - "ბე­ემ­ვე იქს 5".

"სარ­კე": გინ­დათ მი­თხრათ, რომ ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ყი­დე­ლი ფული ფრჩხი­ლე­ბის დაგ­რძე­ლე­ბით იშო­ვეთ?

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი: ეს მან­ქა­ნა 25 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. მე არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ გო­გო­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თი შარ­დენ­ზე სხე­დან და "და­გუ­ლა­ო­ბენ", არც სას­მელ­ში ვხარ­ჯავ ფულს. და­ნა­ზოგს ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი. ფრჩხი­ლის დაგ­რძე­ლე­ბა 100 ლარი ღირს, იქი­დან 20 ლარს მა­სა­ლის ფულს გა­დავ­დებ­დი ხოლ­მე, 20 ლარს - საჭ­მლის­თვის. და­ნარ­ჩენს კი ვი­ნა­ხავ­დი. ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს მი­თხო­ვია ვინ­მეს­თვის ფული, მშობ­ლე­ბის­თვი­საც კი არ გა­მო­მირ­თმე­ვია. პირ­ვე­ლად მან­ქა­ნა­ში 11 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე. 5 ათა­სამ­დე მქონ­და მოგ­რო­ვე­ბუ­ლი, 4 ათა­სი მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა და­მი­მა­ტა და 3 ათა­სი სეს­ხად გა­მო­ვი­ტა­ნე ბან­კი­დან, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვე­ში დავ­ფა­რე.

მერე ეს "ბე­ემ­ვე" მო­მინ­და. გავ­ყი­დე ის მან­ქა­ნა და ისევ ჩემ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა და­მი­მა­ტა ფული. 10 ათა­სი მქონ­და, 10 ათა­სი და­მი­მა­ტა, 5 ათა­სი ისევ სეს­ხი ავი­ღე. ეს ვალი უკვე დავ­ფა­რე.

"სარ­კე": სახ­ლის ყიდ­ვა რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი: საკ­მა­ოდ კარ­გი ადა­მი­ა­ნი და შეძ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა მყავს გვერ­დით. კი არ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ამ­დე­ნი და ამ­დე­ნი მინ­და-მეთ­ქი, და­მი­დებ­და ხოლ­მე მა­გი­და­ზე ან ან­გა­რიშ­ზე მი­რი­ცხავ­და და იმით შე­ვაგ­რო­ვე. 6 თვე ვაგ­რო­ვე ფული და 10 ათას დო­ლა­რამ­დე ავი­და. შე­ვი­ტა­ნე მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის­თვის და სულ ახ­ლა­ხან და­ვამ­თავ­რე და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის და­ფარ­ვა. დღე­ში ორი გოგო რომ მი­ვი­ღო, უკვე 200 ლა­რია. გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი კი არ ვზი­ვარ!

ჟურ­ნალ "სარ­კე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს არას­რუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ეკა ყუშიტაშვილის ცხოვრების მძიმე ისტორია - როგორ იშოვა ინტერნეტვარსკვლავმა ბევრი ფული, მანქანა და სახლი

ეკა ყუშიტაშვილის ცხოვრების მძიმე ისტორია - როგორ იშოვა ინტერნეტვარსკვლავმა ბევრი ფული, მანქანა და სახლი

ეკა ყუშიტაშვილი - ეს სახელი და გვარი დღეს ლამის მთელმა საქართველომ იცის. სოციალურ ქსელებში ამ ახალგაზრდა ქალზე უამრავ რამეს წერენ, იუმორისტულ შოუებს კი მისი სახით ახალი, მსუყე თემა მიეცათ.

ეკა 24 წლის არის. ის პირადი ცხოვრების დრამებზე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. ამბობს, რომ მის თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ყველანაირი გაჭირვება აქვს გამოვლილი. თბილისში რომ ჩამოვიდა, ორსული და ქმარს გაშორებული იყო. არც სახლ-კარი ჰქონდა და არც მანქანა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ორსულობა, როგორც ამბობს, მშიერი მუცლით გაატარა. ახლა "ბეემვე იქს 5"-ზე ზის და მშენებარე სახლში ბინაც იყიდა, რომელსაც არემონტებს. ამბობს, რომ დაუღალავად შრომობდა და ამავე დროს საყვარელი მამაკაციც აფინანსებდა. ირწმუნება, რომ ცინარიძისთვის არ დაურეკავს, მის მოადგილეს გოგა ჭანტურიას კი ნამდვილად მოსთხოვა, პატრულს მისთვის ჯარიმა არ გამოეწერა.

Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ეპიზოდს ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

ეკა ყუშიტაშვილი: ჩვეულებრივი, ძალიან უბრალო და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ. კახეთში დავიბადე. მერე რამდენიმე წელი უკრაინაში ვცხოვრობდი, რადგან ჩემი მშობლები იქ იყვნენ - დედაჩემი ნახევრად უკრაინელია, პედიატრია და იქ ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა. 6 წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, რაც ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. მე და ჩემი და თელავში ჯერ მამაჩემის ბებიასთან, მერე მამაჩემის დედასთან ვიზრდებოდით. სკოლა თელავში დავამთავრე.

5 წელი დედისგან წერილიც კი არ მიგვიღია. 5 წლის მერე კი ჩამოვიდა და გვნახა. მერე გათხოვდა. მოსკოვში ცხოვრობს, ქართველს გაჰყვა ცოლად. მისი მეჯვარე ვიყავი ქორწილში. მამასთან ერთადაც არ ვცხოვრობდით, რადგან განქორწინებიდან მალევე მოიყვანა ცოლი. მერე მასაც გაშორდა და ახლა მესამე ცოლი ჰყავს.

7-8 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი, საჭმელსაც მე ვიმზადებდი. და ჩემზე 2 წლით უფროსია, მაგრამ, რომ იტყვიან, მხოლოდ თავისი თავის ადამიანია. მშობლები მას უფრო აქცევდნენ ყურადღებას - მისთვის უნდოდათ კარგი ტანსაცმელი, კარგი განათლება. ჩემთვის კი არავინ იყო. როგორღაც გავიზარდე. ჩემს თავზე წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი გამოცდილი მაქვს.

მერე გავთხოვდი. მანამდე ჩემი და გათხოვდა. მასზე საშინლად ვეჭვიანობი. მულებთან უფრო თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე ჩემთან. კალთაში უსხდებოდნენ ერთმანეთს, ერთიმეორის გარეშე არ ჭამდნენ, არ იძინებდნენ... მე კი ეს სითბო სულ მაკლდა, სულ მარტო ვიყავი.

როცა გავთხოვდი, მაშინვე ორსულად დავრჩი. საშინელ პირობებში მიწევდა ცხოვრება. 6 თვის ორსული ვიყავი, ერთ საღამოს მუცელი რომ ამტკივდა და ქმარს ვეხვეწებოდი, ექიმთან წამიყვანე-მეთქი. მიპასუხა, ახლა გამაყუჩებელი დალიე და ხვალ მივიდეთო. ბავშვი მკვდარი დავბადე და მეც ძლივს გადავრჩი. ამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ისევ შევრიგდით, რადგან მამაჩემი ამბობდა, რომ სახლში განათხოვარი შვილი არ სჭირდებოდა. მალევე დავრჩი ორსულად. ერთი თვის ორსული ვიყავი, როცა მისგან წამოვედი და უკრაინაში წავედი. იქ ფრჩხილების, თმების დაგრძელება და ვიზაჟის გაკეთება შევისწავლე. საღამოობით კი რესტორანში სამზარეულოში ვმუშაობდი- ჭურჭელსაც ვრეცხავდი, კარტოფილის თუ სხვა რამის გათლაში ვეხმარებოდი და ა.შ. ღამის 3-5 საათზე 20 გრადუსიან ყინვაში ერთ კილომეტრს ფეხით გავდიოდი, რომ სახლამდე მიმეღწია. 5-6 თვე დავყავი უკრაინაში, მერე თბილისში ჩამოვედი და ბინა ვიქირავე. ნახევარი ორსულობა მშიერი მუცლით გავატარე. მთელი 9 თვე ვმუშაობდი.

24 წელი რომ ავიღოთ მთლიანობაში, არავისგან მიგრძვნია იმდენი სითბო და სიყვარული, რასაც დღეს ჩემი შვილი ერთ დღეში იღებს ჩემგან. ბავშვი რომ გავაჩინე, სალონში დავიწყე მუშაობა. უკრაინაში რაც ვიმუშავე, იმით სულ მასალა ვიყიდე, რომ აქ ჩამომეტანა. ძალიან მიჭირდა ბინის ქირის გადახდა და ბავშვის მოვლა. საბავშვო ეტლით დამყავდა სალონში და როცა საქმე მქონდა, ჩემი თანამშრომლები ართობდნენ. 2 წელი ძუძუს ვაჭმევდი, ისე გავზარდე. სამკაულებსაც ვყიდდი სალონში.

ჩემი შვილი წლის და თვეების იყო, ბაღში რომ მივიყვანე. გავრბოდი, ძუძუს ვაჭმევდი და უკან ვბრუნდებოდი. გვიანობამდე კი სალონში მყავდა. ახლა 5 წლის არის, ცისი ჰქვია. მოგვიანებით ჩემი სალონი გავხსენი, სადაც საკმაოდ დიდი "პუბლიკა" მყავდა.

"სარკე": ფრჩხილების დაგრძელებით იმხელა ფული იშოვეთ, რომ სალონის გახსნა შეძელით?

ეკა ყუშიტაშვილი: არა, ჩემმა ყოფილმა დედამთილმა მასესხა ფული. ვიქირავე ფართი, მოსწავლეებიც მყავდა, ვმუშაობდი, შემომქონდა ფრჩხილების ლაქები, სხვა საშუალებები და ვყიდდი. ბოლოს სალონი დავკეტე და სახლში ვიღებდი კლიენტებს. დღემდე სახლში ვემსახურები მათ. 5 წელია ერთი და იგივე პიროვნებები დადიან ჩემთან და მეც დავდივარ მათთან სახლში. ეს საქმე მიყვარს და მეხალისება.

"სარკე": ჯიპი, რომელზეც ახლა ზიხართ, ამ საქმით იყიდეთ?

ეკა ყუშიტაშვილი: მანქანა პირველად 3 წლის წინ ვიყიდე - "მერსედესი ცე ერ კა", - მერე ეს ჯიპი - "ბეემვე იქს 5".

"სარკე": გინდათ მითხრათ, რომ ამ ავტომობილის საყიდელი ფული ფრჩხილების დაგრძელებით იშოვეთ?

ეკა ყუშიტაშვილი: ეს მანქანა 25 ათასი დოლარი ღირს. მე არ მივეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, რომლებიც 24 საათი შარდენზე სხედან და "დაგულაობენ", არც სასმელში ვხარჯავ ფულს. დანაზოგს ყოველთვის ვაკეთებდი. ფრჩხილის დაგრძელება 100 ლარი ღირს, იქიდან 20 ლარს მასალის ფულს გადავდებდი ხოლმე, 20 ლარს - საჭმლისთვის. დანარჩენს კი ვინახავდი. ცხოვრებაში არასოდეს მითხოვია ვინმესთვის ფული, მშობლებისთვისაც კი არ გამომირთმევია. პირველად მანქანაში 11 ათასი დოლარი გადავიხადე. 5 ათასამდე მქონდა მოგროვებული, 4 ათასი მეგობარმა მამაკაცმა დამიმატა და 3 ათასი სესხად გამოვიტანე ბანკიდან, რომელიც რამდენიმე თვეში დავფარე.

მერე ეს "ბეემვე" მომინდა. გავყიდე ის მანქანა და ისევ ჩემმა შეყვარებულმა დამიმატა ფული. 10 ათასი მქონდა, 10 ათასი დამიმატა, 5 ათასი ისევ სესხი ავიღე. ეს ვალი უკვე დავფარე.

"სარკე": სახლის ყიდვა როგორ მოახერხეთ?

ეკა ყუშიტაშვილი: საკმაოდ კარგი ადამიანი და შეძლებული პიროვნება მყავს გვერდით. კი არ ვეუბნებოდი, ამდენი და ამდენი მინდა-მეთქი, დამიდებდა ხოლმე მაგიდაზე ან ანგარიშზე მირიცხავდა და იმით შევაგროვე. 6 თვე ვაგროვე ფული და 10 ათას დოლარამდე ავიდა. შევიტანე მშენებარე ბინისთვის და სულ ახლახან დავამთავრე დანარჩენი თანხის დაფარვა. დღეში ორი გოგო რომ მივიღო, უკვე 200 ლარია. გულხელდაკრეფილი კი არ ვზივარ!

ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუს არასრული ვერსია

"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

"გამორიცხულია, კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს" - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ