ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილმა თვითმფრინავმა ავარიული დაფრენა მდინარე კილუნგზე განახორციელა. ბორტზე 58 მგზავრი იმყოფებოდა. მათ გადასარჩენად სამაშველო სამსახური ადგილზე მალევე მივიდა. არიან დაშავებულებიც. მცირე ზომის თვითმფრინავი შიდა რეისს ახორციელებდა და ტაიპეიდან ცზინმენში მიფრინავდა. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერ უცნობია.
იხილეთ ვიდეო