უცილებლად განიხილავდით პირსინგის თემას, თუ ახალგაზრდებთან თანამედროვე ტენდებციებზე ერთხელ მაინც ჩამოგიგდიათ საუბარი. პირსინგის გაკეთება განსაკუთრებით პოპულარული მოზარდ გოგონებსა და ბიჭებშია, თუმცა, საინტერესოა, რომ საქართველოში პირსინგის ტარებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ტენდენციას (განსაკუთრებით უფროსი თაობა). ასევე არ არიან პირსინგის ტარების მომხრეები ეკლესიური წესებით მცხოვრები ახალგაზრდები.
უნდა აღინიშნოს, რომ პირსინგის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. სხვადასხვა კულტურაში ოდითგანვე აქტუალური იყო სხეულის მორთვა გამორჩეული ნივთებით, ტატუებით და ა.შ. თუმცა, მართლმადიდებლური სამყარო და ქრისტიანული ეკლესია არ მოუწოდებს ახალგაზრდებს პირსინგის ტარებისკენ.
Adami.ge დაინტერესდა, როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც პირსინგს ატარებენ და არის თუ არა განსაკუთრებული სიმპათიის ან ანტიპათიის გამომწვევი მამაკაცის პირსინგი: