პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას დაკავებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას დაკავებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ ე.წ.კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავასა და კიდევ რამდენიმე პირის დაკავება პროკურატურაში ოფიციალურად დღევანდელ ბრიფინგზე დაადასტურეს.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე რამდენიმე პირი. დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 11 პირია დაკავებული.

ზურაბ ვაზაგაშვილი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულს სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ