დაემუქრა თუ არა ადეიშვილი ბიზნესმენს სასტუმროში - ვაშაძე ძებნილ ექსმინისტრზე განცხადებას ავრცელებს

დაემუქრა თუ არა ადეიშვილი ბიზნესმენს სასტუმროში - ვაშაძე ძებნილ ექსმინისტრზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში იმყოფება, თუმცა რაიმე თანამდებობაზე მისი დანიშვა არ იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

"ზურა ადეიშვილის დანიშვნა არ იგეგმება და თვითონაც არ აპირებს. ის მონაწილეობს კონსულტაციებში, განსაკუთრებით აქტიურად - კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, დეპუტატი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზურაბ ადეიშვილმა კიევში, სასტუმრო "შერატონში" ერთ-ერთი ბიზნესმენი დაიბარა და დაემუქრა და აცხადებს, რომ სასტუმრო "შერატონი" კიევში საერთოდ არ არსებობს.

მეტი ინფორმაციისთვის| "მიუძახებია, წელიწადნახევარში ნახევარ საქართველოს ციხეში ამოგალპობთო" - რა საუბარი შედგა ადეიშვილსა და ქართველ ბიზნესმენს შორის "ჰილტონში"

საქართველოს ხელისუფლებამ ადეიშვილთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მასზე ძებნაა გამოცხადებული.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა