სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აგვისტოს ომის" ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალის ტკივილიანი ცხოვრება
"აგვისტოს ომის" ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალის ტკივილიანი ცხოვრება

ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში ცხელ წერ­ტილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მათი დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით.

მა­გა­ლი­თად, გორი-ხა­შუ­რი-ბორ­ჯო­მის მა­ტა­რე­ბელს დაჰ­ყვე­ბო­და მო­ხუ­ცი ქალი, რო­მე­ლიც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს თა­ვად შე­ეს­წრო იმ ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტებს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბად აქ­ცი­ეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას რუ­სე­თის აგ­რე­სია და­ა­ნახ­ვეს. მა­შინ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა გო­რე­ლი ლე­ი­ლა კა­კაშ­ვი­ლის ფო­ტო­მაც, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის და­ბომბვი­სას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. მა­შინ მო­ხუც­მა სახლ-კარ­თან ერ­თად, ჯან­მრთე­ლო­ბაც და­კარ­გა, მაგ­რამ ხელი არ ჩა­უქ­ნე­ვია და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მო­ხუ­ცი მა­ტა­რე­ბელ­ში ვაჭ­რობ­და, რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა.

- 2008 წლი­დან ანუ მას შემ­დეგ, რაც სახლ-კა­რის გა­რე­შე დავ­რჩით, მუხლჩა­უხ­რე­ლად ვშრო­მობ­დი, შვი­ლო, გორი-ხა­შუ­რი-ბორ­ჯო­მის მა­ტა­რე­ბელს და­ვჰყვე­ბო­დი, ნა­ზუქ­სა და მზე­სუმ­ზი­რას ვყიდ­დი. სულ უსაქ­მოდ ყოფ­ნას და სახ­ლში ჯდო­მას ისევ ეგ მერ­ჩივ­ნა. ახლა ვე­ღარ დავ­დი­ვარ სა­მუ­შა­ოდ, რად­გან წა­ვი­ქე­ცი და ნეკ­ნე­ბი მაქვს დამ­ტვრე­უ­ლი. და­ბე­ჟი­ლო­ბე­ბიც მა­წუ­ხებს და ტკი­ვი­ლი მძი­მე ჩან­თის აწე­ვი­სა და სი­ა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს... ეს რომ არ დამ­მარ­თნო­და, ალ­ბათ მა­ინც ვე­ღარ შევ­ძლებ­დი მა­ტა­რებ­ლამ­დე მის­ვლას, რად­გან ძა­ლი­ან ცივა, მე კი უკვე 73 წლის ვარ.

- ექიმ­თან არ ყო­ფილ­ხართ?

- კი, ვი­ყა­ვი და რა­ღაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მა­ლა­მო­ე­ბი გა­მო­მი­წე­რეს. ზოგი ვი­ყი­დე, ზოგი - ვერა. ძვი­რი ჯდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა, ნა­მე­ტა­ნი ბევ­რი ფული უნდა.

- შვი­ლე­ბი არ გყავთ?

- ორი შვი­ლი მყავ­და, მაგ­რამ ვაჟი 41 წლი­სა და­მე­ღუ­პა. სა­წყალს ღვიძ­ლი და­ე­შა­ლა. ორი შვი­ლი დარ­ჩა - გო­გო­ნა და ვაჟი. კი­დევ, ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, რო­მე­ლიც ასე­ვე, ავად­მყო­ფია, ცალი თირკმე­ლი არ აქვს. მა­საც ორი შვი­ლი ჰყავს და ორი­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია.

- ახლა რო­გორ ცხოვ­რობთ? სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას გაძ­ლე­ვენ?

- პენ­სია გვაქვს მხო­ლოდ მე და ჩემს მე­უღ­ლეს, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა კი მოგ­ვიხ­სნეს. არა­და, სხვას ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, საკ­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა, ათა­სი წვრილ­მა­ნია ოჯახ­ში სა­ჭი­რო.

- დახ­მა­რე­ბა რა მი­ზე­ზით მო­გიხ­სნეს?

- არ ვიცი, მი­ზე­ზიც კი არ უთ­ქვამთ და ვერც გა­ვარ­კვიე. აბა, მა­გა­თი დევ­ნის თავი სად მაქვს? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"აგვისტოს ომის" ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალის ტკივილიანი ცხოვრება

"აგვისტოს ომის" ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალის ტკივილიანი ცხოვრება

ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმეს დღეებში ცხელ წერტილში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი დღევანდელი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით.

მაგალითად, გორი-ხაშური-ბორჯომის მატარებელს დაჰყვებოდა მოხუცი ქალი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თავად შეესწრო იმ ყველაზე მძიმე მომენტებს, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა ფოტო და ვიდეოკადრებად აქციეს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესია დაანახვეს. მაშინ მსოფლიო მოიარა გორელი ლეილა კაკაშვილის ფოტომაც, რომელიც ქალაქის დაბომბვისას სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მაშინ მოხუცმა სახლ-კართან ერთად, ჯანმრთელობაც დაკარგა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი მოხუცი მატარებელში ვაჭრობდა, რათა ოჯახი ერჩინა.

- 2008 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც სახლ-კარის გარეშე დავრჩით, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, შვილო, გორი-ხაშური-ბორჯომის მატარებელს დავჰყვებოდი, ნაზუქსა და მზესუმზირას ვყიდდი. სულ უსაქმოდ ყოფნას და სახლში ჯდომას ისევ ეგ მერჩივნა. ახლა ვეღარ დავდივარ სამუშაოდ, რადგან წავიქეცი და ნეკნები მაქვს დამტვრეული. დაბეჟილობებიც მაწუხებს და ტკივილი მძიმე ჩანთის აწევისა და სიარულის საშუალებას არ მაძლევს... ეს რომ არ დამმართნოდა, ალბათ მაინც ვეღარ შევძლებდი მატარებლამდე მისვლას, რადგან ძალიან ცივა, მე კი უკვე 73 წლის ვარ.

- ექიმთან არ ყოფილხართ?

- კი, ვიყავი და რაღაც მედიკამენტები, მალამოები გამომიწერეს. ზოგი ვიყიდე, ზოგი - ვერა. ძვირი ჯდება მკურნალობა, ნამეტანი ბევრი ფული უნდა.

- შვილები არ გყავთ?

- ორი შვილი მყავდა, მაგრამ ვაჟი 41 წლისა დამეღუპა. საწყალს ღვიძლი დაეშალა. ორი შვილი დარჩა - გოგონა და ვაჟი. კიდევ, ქალიშვილი მყავს, რომელიც ასევე, ავადმყოფია, ცალი თირკმელი არ აქვს. მასაც ორი შვილი ჰყავს და ორივე დაოჯახებულია.

- ახლა როგორ ცხოვრობთ? სოციალურ დახმარებას გაძლევენ?

- პენსია გვაქვს მხოლოდ მე და ჩემს მეუღლეს, სოციალური დახმარება კი მოგვიხსნეს. არადა, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკვები გვჭირდება, ათასი წვრილმანია ოჯახში საჭირო.

- დახმარება რა მიზეზით მოგიხსნეს?

- არ ვიცი, მიზეზიც კი არ უთქვამთ და ვერც გავარკვიე. აბა, მაგათი დევნის თავი სად მაქვს?  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია