დონეცკის ოლქის ქალაქ დებალცევოში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ბოევიეკებმა" ქალაქში ტექნიკა შეიყვანეს. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ტერორისტებმა ამ დილით უკრაინული სამხედრო პოზიციების მიმართულებით აქტიური შეტევა განაახლეს მარიუპოლშიც.
"ბოევიკები" ცეცხლს ხსნიან მარიუპოლის დასახლებული პუნქტების მიმართულებით. შეტევა ძირითადად არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით ხდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სამთავრობო ძალებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 87-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერის ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 23 კი დაშავდა.