სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ოტია იოსელიანის ოჯახი უყურადღებობაზე საუბრობს - რას ითხოვენ იოსელიანები?
ოტია იოსელიანის ოჯახი უყურადღებობაზე საუბრობს - რას ითხოვენ იოსელიანები?

ოტია იო­სე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე მწერ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მუ­ზე­უ­მად გა­და­კე­თე­ბას ითხოვს. იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლი დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლით კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც სა­კი­თხზე რე­ა­გი­რე­ბა წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას და­ა­ვა­ლა.

გამ­გე­ო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე სა­კი­თხის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რებ­ლის მუ­ზე­უ­მად გა­და­კე­თე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სახ­ლში იყოს ექ­სპო­ნა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა და სახ­ლს გა­აჩ­ნდეს ფარ­თი. ასე­ვე უნდა გა­ი­მიჯ­ნოს, ოჯა­ხი სახ­ლის რა ნა­წილს გა­დას­ცემს სა­ხელ­მწი­ფოს და რა ნა­წილს და­ი­ტო­ვებს თა­ვად სა­ცხოვ­რებ­ლად.

სახ­ლი, რომ­ლის­თვი­საც მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ითხო­ვენ, მწერ­ლის ხე­ლით არის აგე­ბუ­ლი. დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მა­მის­თვის სა­მუ­შა­ოდ და სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი სახ­ლის აი­ვა­ნი იყო.

ოჯა­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რობს. დაჩი იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, ისე­თი მწე­რა­ლი, რო­გო­რიც იო­სე­ლი­ა­ნი იყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ ეყ­ვა­რე­ბო­და. მწერ­ლის შვი­ლი იმა­საც ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ოტია იო­სე­ლი­ან­მა თა­ვი­დან­ვე და­ი­ჭი­რა თა­და­რი­გი და და­ი­ბა­რა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ის სახ­ლის ეზო­ში და­ეკ­რძა­ლათ.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ოტია იოსელიანის ოჯახი უყურადღებობაზე საუბრობს - რას ითხოვენ იოსელიანები?

ოტია იოსელიანის ოჯახი უყურადღებობაზე საუბრობს - რას ითხოვენ იოსელიანები?

ოტია იოსელიანის ოჯახი წყალტუბოში მდებარე მწერლის საცხოვრებელი სახლის მუზეუმად გადაკეთებას ითხოვს. იოსელიანის შვილი დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ შესაბამისი წერილით კულტურის სამინისტროს მიმართა, რომელმაც საკითხზე რეაგირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაავალა.

გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, საცხოვრებლის მუზეუმად გადაკეთებისათვის აუცილებელია სახლში იყოს ექსპონატების შესაბამისი რაოდენობა და სახლს გააჩნდეს ფართი. ასევე უნდა გაიმიჯნოს, ოჯახი სახლის რა ნაწილს გადასცემს სახელმწიფოს და რა ნაწილს დაიტოვებს თავად საცხოვრებლად.

სახლი, რომლისთვისაც მუზეუმის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, მწერლის ხელით არის აგებული. დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ მამისთვის სამუშაოდ და სტუმრების მისაღებად საყვარელი ადგილი სახლის აივანი იყო.

ოჯახი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. დაჩი იოსელიანის თქმით, ისეთი მწერალი, როგორიც იოსელიანი იყო, ხელისუფლებას ვერ ეყვარებოდა. მწერლის შვილი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ოტია იოსელიანმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი და დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ ის სახლის ეზოში დაეკრძალათ.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა