სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ დასჯიდნენ ეკა ყუშიტაშვილს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გერმანიაში
როგორ დასჯიდნენ ეკა ყუშიტაშვილს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გერმანიაში

ვი­დეო, რო­მელ­შიც მო­ქა­ლა­ქე ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს, უკვე ყვე­ლამ ნახა. აქ და ახლა მო­რა­ლის კი­თხვას არ ვა­პი­რებთ - სხვა სა­კი­თხზე გვსურს თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა.

პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა რომ არ შე­იძ­ლე­ბა, და­წე­რი­ლი რომ არ იყოს, და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ასეთ და­ნა­შა­ულს კა­ნო­ნიც არე­გუ­ლი­რებს და ცხა­დია, გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა ელის მას, ვინც პო­ლი­ცი­ელს ვი­ზუ­ა­ლურ თუ ვერ­ბა­ლურ შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებს.

იმი­სათ­ვის, რომ ეს თემა თქვენ­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ფი­ლი­ყო, მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი ჯა­რი­მე­ბია პო­ლი­ცი­ე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გერ­მა­ნი­ა­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ვავ­ლოთ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნას შო­რის.

რა ხდე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში?

ზო­გა­დად, გერ­მა­ნი­ა­ში პი­როვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ჯა­რი­მე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი და კა­ნონ­ში შე­უ­რა­ცხყო­ფის ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ანტზე კონ­კრე­ტუ­ლი ჯა­რი­მა არ­სე­ბობს. ოღონდ, გერ­მა­ნე­ლე­ბი ყვე­ლა შემ­თხვე­ვას მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უდ­გე­ბი­ან და ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმ ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­თვი­ურ შე­მო­სა­ვალს, რო­მელ­საც ჯა­რი­მა უნდა და­ა­კის­რონ.

მა­გა­ლი­თად, ცნო­ბილ­მა გერ­მა­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა შტე­ფან ეფენ­ბერ­გმა თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ცი­ელს ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი გერ­მა­ნუ­ლი სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვა, Arschloch (ანა­ლუ­რი ხვრე­ლი) რომ უწო­და, 10 000 ევრო გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. თუმ­ცა ეფენ­ბერგს ამ­ხე­ლა ჯა­რი­მა იმი­ტომ გა­მო­უ­ვი­და, რომ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­და. და­ბა­ლა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­ქა­ლა­ქის შემ­თხვე­ვა­ში კი ჯა­რი­მა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია.

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ასე­ვე: სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა პატ­რუ­ლის მა­გი­ნე­ბე­ლი გო­გო­ნას სკან­და­ლის მიღ­მა - ვის დას­ჯის კა­ნო­ნი

იხი­ლეთ ვი­დეო: "დავ­დი­ვარ გაბ­ლა­ტა­ვე­ბუ­ლი და გა­და­ე­ცი, ტრ... და­ა­ყე­ნოს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ დასჯიდნენ ეკა ყუშიტაშვილს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გერმანიაში

როგორ დასჯიდნენ ეკა ყუშიტაშვილს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გერმანიაში

ვიდეო, რომელშიც მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს, უკვე ყველამ ნახა. აქ და ახლა მორალის კითხვას არ ვაპირებთ - სხვა საკითხზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება.

პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება რომ არ შეიძლება, დაწერილი რომ არ იყოს, დაუწერელი კანონი იქნებოდა, თუმცა ასეთ დანაშაულს კანონიც არეგულირებს და ცხადია, გაინტერესებთ, რა ელის მას, ვინც პოლიციელს ვიზუალურ თუ ვერბალურ შეურაცხყოფას მიაყენებს.

იმისათვის, რომ ეს თემა თქვენთვის უფრო საინტერესო ყოფილიყო, მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ჯარიმებია პოლიციელის შეურაცხყოფაზე გერმანიაში, რაც საშუალებას მოგვცემს, პარალელები გავავლოთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსა და ჩვენს განვითარებად ქვეყანას შორის.

რა ხდება გერმანიაში?

ზოგადად, გერმანიაში პიროვნების ნებისმიერი სახის შეურაცხყოფაზე კონკრეტული ჯარიმებია დაწესებული და კანონში შეურაცხყოფის ყველა შესაძლო ვარიანტზე კონკრეტული ჯარიმა არსებობს. ოღონდ, გერმანელები ყველა შემთხვევას მაინც ინდივიდუალურად უდგებიან და ითვალისწინებენ იმ ადამიანის ყოველთვიურ შემოსავალს, რომელსაც ჯარიმა უნდა დააკისრონ.

მაგალითად, ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა თავის დროზე პოლიციელს ყველასათვის კარგად ნაცნობი გერმანული სალანძღავი სიტყვა, Arschloch (ანალური ხვრელი) რომ უწოდა, 10 000 ევრო გადაახდევინეს. თუმცა ეფენბერგს ამხელა ჯარიმა იმიტომ გამოუვიდა, რომ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. დაბალაზღაურებადი მოქალაქის შემთხვევაში კი ჯარიმა გაცილებით ნაკლებია.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: სერიოზული პრობლემა პატრულის მაგინებელი გოგონას სკანდალის მიღმა - ვის დასჯის კანონი

იხილეთ ვიდეო: "დავდივარ გაბლატავებული და გადაეცი, ტრ... დააყენოს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ