სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს" - ბათუმელი ქალბატონი დახმარებას ითხოვს
"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს" - ბათუმელი ქალბატონი დახმარებას ითხოვს

"ტე­ლე­კომ­პა­ნია 25"-ის ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პო­დენ­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იგი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, მას დე­დამ­თი­ლი და მე­უღ­ლე ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან. მი­ზე­ზად ქალ­ბა­ტო­ნი უშ­ვი­ლო­ბას ასა­ხე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, შვიდ­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ დე­დამ­თილ­მა ურ­ჩია, ქმარს გა­შო­რე­ბო­და და გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ქო­ნე­ბის წი­ლის მი­ღე­ბა­ზეც უარი ეთ­ქვა.

"უშ­ვი­ლო­ბის გამო ქმა­რი და დე­დამ­თი­ლი მცემს. შვი­ლი არ გვყავს, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ეს არის. ერთი წე­ლი­წა­დია უკვე ძა­ლა­დო­ბენ. უნ­დო­დათ სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბა, მო­მის­რო­ლეს კი­დეც, შენ არ გყავს შვი­ლი და წა­დიო. არ მაქვს ჩემი სახ­ლი და სად წა­ვი­დე", - აცხა­დებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალ­ბა­ტო­ნი.

ქალ­ბა­ტო­ნი იმა­საც ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში ცე­მის შე­დე­გად მას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­მა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნეს.

"ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი მქონ­და სხე­უ­ლი. ავე­დი პო­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ არ მი­მარ­თო ექ­სპერტს, მა­ინც არა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბა, აზრი არ აქ­ვსო. პო­ლი­ცი­ელ­მაც შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა - ჩემ­თან წა­მო­დიო", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სტა­ტის­ტი­კის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ მე­სა­მე სექ­ტორ­ში. იუ­რის­ტი მა­რი­ა­ნა ჟღენ­ტი ამ­ბობს, რომ ქა­ლე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბას და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბი­ან, რად­გან მსხვერ­პლ ქა­ლებს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი არ აქვთ.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლ ქა­ლებს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ეკა თხი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას უნდა აც­ნო­ბოს, რის შემ­დე­გაც უფა­სო თავ­შე­საფ­რით სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლებს.

სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯა­ხი­დან რამ­დე­ნი­მე გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნის, ასე­ვე მისი დე­დამ­თი­ლის მხრი­დან. ორი­ვე მხა­რე აცხა­დებ­და, რომ ჰქონ­დათ ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

წყა­რო: TV25

"ტე­ლე­არ­ხი 25"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს" - ბათუმელი ქალბატონი დახმარებას ითხოვს

"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს" - ბათუმელი ქალბატონი დახმარებას ითხოვს

"ტელეკომპანია 25"-ის ინკოგნიტო რესპოდენტი ირწმუნება, რომ იგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მას დედამთილი და მეუღლე ფიზიკურად უსწორდებიან. მიზეზად ქალბატონი უშვილობას ასახელებს. მისივე თქმით, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დედამთილმა ურჩია, ქმარს გაშორებოდა და განქორწინების შემდეგ ქონების წილის მიღებაზეც უარი ეთქვა.

"უშვილობის გამო ქმარი და დედამთილი მცემს. შვილი არ გვყავს, მთავარი მიზეზი ეს არის. ერთი წელიწადია უკვე ძალადობენ. უნდოდათ სახლიდან გამოგდება, მომისროლეს კიდეც, შენ არ გყავს შვილი და წადიო. არ მაქვს ჩემი სახლი და სად წავიდე", - აცხადებს ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი.

ქალბატონი იმასაც ამბობს, რომ ოჯახში ცემის შედეგად მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება ოჯახის წევრებმა და სამართალდამცავებმა გადააფიქრებინეს.

"ჩალურჯებული მქონდა სხეული. ავედი პოლიციაში, მაგრამ არ მიმართო ექსპერტს, მაინც არავინ დაგეხმარება, აზრი არ აქვსო. პოლიციელმაც შეურაცხყოფა მომაყენა - ჩემთან წამოდიო", - ამბობს დაზარალებული.

ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის მატების ტენდენციაზე საუბრობენ მესამე სექტორში. იურისტი მარიანა ჟღენტი ამბობს, რომ ქალები კონკრეტული ფაქტების გახმაურებას და სამართალდამცავებთან ურთიერთობას ერიდებიან, რადგან მსხვერპლ ქალებს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიები არ აქვთ.

სახალხო დამცველის ოფისი ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მსხვერპლ ქალებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს. გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკა თხილაძე ამბობს, რომ დაზარალებულმა შესაბამის უწყებას უნდა აცნობოს, რის შემდეგაც უფასო თავშესაფრით სარგებლობას შეძლებს.

საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ 2014 წლის განმავლობაში აღნიშნული ოჯახიდან რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა, როგორც ქალბატონის, ასევე მისი დედამთილის მხრიდან. ორივე მხარე აცხადებდა, რომ ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: TV25

"ტელეარხი 25"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა