ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ერთი იაპონელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ "ალ ჯაზირა" იუწყება. დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მძევალი "ისლამური სახელმწიფოს" ახალ მოთხოვნებზე საუბრობს. კერძოდ, "ბოევიკები" მოითხოვენ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის გათავისუფლებას, რომელიც იორდანიაში ჰყავთ დაკავებული. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ იაპონიის პრემიერმინისტრთან სინძო აბესთან სატელეფონო საუბარში "ისლამური სახლმწიფოს" მიერ ერთ-ერთი იაპონელი მძევლის სიკვდილით დასჯის გამო მწუხარება გამოხატა. სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.