ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დაიკითხოს

ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დაიკითხოს

იმ შემთხვევაში, თუკი გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი ნამდვილად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილის დაკითხვა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ნამდვილად შეხვდა თუ არა იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს.

"ვერ დავადასტურებ, ნამდვილად გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. მაგრამ თუკი იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ბიძინა ივანიშვილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და აუცილებელია მოხდეს მისი დაკითხვა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ| რაზე ესაუბრა ვაზაგაშვილი ივანიშვილს გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე - დეტალები ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრიდან

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ