ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი კიევთან მოლაპარაკებებს წყვეტს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი კიევთან მოლაპარაკებებს წყვეტს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, კიევთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მცდელობას ადგილი აღარ ექნება."ადგილი აღარ ექნება არანაირ ზავს, არანაირ როტაციას. ჩვენ მოვახდენთ ტყვეების გაცვლას, რადგან ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი ბიჭები უნდა დავიბრუნოთ", - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ. მისივე განცხადებით, ბრძოლას გააგრძელებენ, ვიდრე დონეცკის ოლქის საზღვრამდე არ გავლენ. "თუ დონეცკს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან დაემუქრება საფრთხე, ამ საფრთხეს გავანადგურებთ", - აღნიშნა ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა