მომავალი მეჯვარე - რა გვევალება და რა უნდა გავაკეთოთ

მომავალი მეჯვარე - რა გვევალება და რა უნდა გავაკეთოთ

თქვენმა მეგობარმა მეჯვარეობა გთხოვათ? ეს ნიშნავს, რომ საფიქრალი და სანერვიულო მოგემატათ: რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კარგად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები? რა ფინანსებია საჭირო? რა ტრადიციები არსებობს და რისი უგულებელყოფა არ შეიძლება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.

1. თანადგომა. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ მეჯვარემ მორალური თანადგომა გამოუცხადოს ნეფე-პატარძალს. მეჯვარემ სასიძო უნდა გაამხნევოს და აგრძნობინოს, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს ის მის გვერდითაა. მეჯვარის მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა - გაამხნევოს და გვერდში დაუდგეს ნეფე-პატარძალს.

2. ხარჯების დაგეგმვა. უნდა გაარკვიოთ წყვილის გეგმები: რამდენ კაციან ქორწილს გეგმავენ, როგორ გარემოში. რამდენად ტრადიციული ქორწილი სურთ. ამ დეტალების გარკვევა ხარჯების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

3. მანქანა ნეფე-პატარძლისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ბიჭის მეჯვარეები ხშირად საკუთარ თავზე იღებენ იმ მანქანის ხარჯებს, რომლითაც ნეფე-პატარძალი გადაადგილდება.

თუ თქვენ თავად გყავთ მანქანა, შესთავაზეთ ნეფეს, ან იფიქრეთ ალტერნატივაზე.

4. ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ხარჯები. ასევე სასურველია, ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ხარჯები თქვენ დაფაროთ. ჯვრისწერის დროს ზოგჯერ მღვდელი პირდაპირ ითხოვს საფასურის გადახდას. ზოგჯერ კი შესაწირში უნდა მოათავსოთ ფული. სასურველია, მინიმუმ 30-40 ლარი მაინც. ასევე თქვენ უნდა შეიძინოთ კელაპტრები, რომლებიც ეკლესიაშივე იყიდება.

იხილეთ სტატია სრულად

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!

"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია - რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიეტნებს