ბიძინა ივანიშვილმა წამყვანობა გადაიფიქრა, - ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" იუწყება, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძემ მიაწოდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული გადაცემა "2030" სავარაუდოდ, თებერვლიდან გავა. თუმცა წამყვანი ივანიშვილის ნაცვლად, ჟურნალისტი მაკა ცინცაძე იქნება. გადაცემის მთავარი პროდიუსერის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ივანიშვილი გადაცემაში დროდადრო სტუმრად მოვა.
"ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი, როცა მოვემზადებით, ეთერში მერე გავალთ. თუ მოვასწრებთ, თებერვალში. წამყვანი მაკა ცინცაძე იქნება, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი სტუმრად მივა, ისევე, როგორც სხვა. ამ ეტაპზე ტექნიკურ და შინაარსობრივ მხარეზე ვმუშაობთ. იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ", - უთხრა "რეზონანსს" მაღლაფერიძემ.