"ქართული გმირობა ყველამ ცნო საქართველოს ხელისუფლების გარდა!" - რას საყვედურობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას

"ქართული გმირობა ყველამ ცნო საქართველოს ხელისუფლების გარდა!" - რას საყვედურობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას

კიევში, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში ქართული ლეგიონის კუთხე გაიხსნა, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი იუწყება.

"დამირეკეს უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმიდან, გვთხოვეს უფლება რომ მუზეუმში ქართული ლეგიონის კუთხე გაეკეთებინათ, მე თანხმობა მივეცი, გადავეცით დროშა, რომელსაც ხელი უამრავმა ქართველმა მოაწერა, მათ შორის ყველა ლეგიონერმა! გადავეცით ნახატები, სადაც უკრაინელი ბავშვები ქართველ მებრძოლებს ასახავენ თავიანთ ნახატებში. გადავეცით ლეგიონის შევრონი (სიმბოლო) და ბევრი სხვა რამ.  გილოცავთ, ქართველებო. აწი უამრავი უკრაინელი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი გაეცნობა საქართველოს სულის გაუტეხავობას!!!

***

ძალიან გამიხარდა, ქართული ლეგიონი ჯერ კიდევ თავისი არსებობის პერიოდში გახდა უკრაინული ისტორიის განუყოფელი ნაწილი! დღევანდელ ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ ქართული სულისკვეთება და გმირობა ცნო ყველამ მათ გარდა!", - წერს მამულაშვილი "ფეისბუქზე".

ასევე დაგაინტერესებთ| ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია