დონეცკის აეროპორტში საბრძოლო მოქმედებების შედეგად ექვსი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 16 კი ტყვედ ჩავარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბრძოლებით ტოვებენ აეროპორტის დანგრეულ ტერმინალებს. "აეროპორტის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ რჩება. გუშინ 20-მა სამხედრომ ბრძოლით დატოვა ტერმინალების ტერიტორია, ვინაიდან მათი პოზიციები იცხრილებოდა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 16 სამხედრო დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 6 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.