სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამა-შვილი ვაზაგაშვილების აფეთქებისა და ჩაცხრილვის საქმეში დადანაშაულებული ფირცხალავას პასუხი ოჯახს
მამა-შვილი ვაზაგაშვილების აფეთქებისა და ჩაცხრილვის საქმეში დადანაშაულებული ფირცხალავას პასუხი ოჯახს

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა შვი­ლის მკვლე­ლად ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხალვა კი­დევ ერთხელ და­ა­სა­ხე­ლა. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი მის­მა დამ, მა­ნა­ნა ვა­ზა­გაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შვი­ლის საფ­ლავ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბა სწო­რედ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და მისი გა­რე­მოც­ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და.

ბრალ­დე­ბებს ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა Ambebi.ge-სთან პა­სუ­ხობს:

- იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას არ ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ რად­გა­ნაც უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის­გან უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბე­ბის სე­რია არ წყდე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ მათ პა­სუ­ხი გავ­ცე - თუ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ხელ­ჩა­სა­ჭი­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­გაჩ­ნი­ათ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიბ­რძან­დით და ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცით. რო­გორც ჩანს, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მონ­სტრე­ბად წარ­მო­ჩე­ნაა.

- თქვენ ხომ დიდი ხა­ნია არ ხართ მოქ­მე­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი?

- დიახ, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­ში მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ლე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც არა­ერ­თი ბრალ­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ. ეს ტენ­დენ­ცია სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­ში­შია. მთავ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბებს უნდა იცავ­დეს. ჩვენ 8 წე­ლია მკვლე­ლე­ბად გვა­ცხა­დე­ბენ.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის გახ­სნა და­ა­ნონსდა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლიც ღიად გა­დებ­დათ ხელს და შვი­ლის მკვლე­ლად გა­სა­ხე­ლებ­დათ, ახლა მისი და გა­და­ნა­შა­უ­ლებთ ძმის აფეთ­ქე­ბა­ში. და­კა­ვე­ბის მო­ლო­დი­ნი არ გაქვთ?

- ამ პრო­ცესს მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი, მთა­ვა­რია საქ­მე­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არ იკე­რე­ბო­დეს. ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე რომც გა­იხ­სნას, მას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი უკვე მი­ე­ცა. თუ და­მა­კა­ვე­ბენ, ამა­შიც პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. თბი­ლის­ში ვარ და მობ­რძან­დნენ, მაგ­რამ მე ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­მა­კა­ვე­ბენ, რომ­ლე­ბიც ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან არი­ან გა­რი­გე­ბულ­ნი.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მამა-შვილი ვაზაგაშვილების აფეთქებისა და ჩაცხრილვის საქმეში დადანაშაულებული ფირცხალავას პასუხი ოჯახს

მამა-შვილი ვაზაგაშვილების აფეთქებისა და ჩაცხრილვის საქმეში დადანაშაულებული ფირცხალავას პასუხი ოჯახს

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, იური ვაზაგაშვილმა შვილის მკვლელად ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალვა კიდევ ერთხელ დაასახელა. იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ კი მისმა დამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა, რომ შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქება სწორედ ირაკლი ფირცხალავასა და მისი გარემოცვის ინტერესებში შედიოდა.

ბრალდებებს ირაკლი ფირცხალავა Ambebi.ge-სთან პასუხობს:

- იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების დასრულებამდე განცხადების გაკეთებას არ ვგეგმავდი, მაგრამ რადგანაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და იუსტიციის მინისტრისგან უსამართლო ბრალდებების სერია არ წყდება, იძულებული ვარ მათ პასუხი გავცე - თუ ჩემ წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები გაგაჩნიათ, პროკურატურაში მიბრძანდით და ჩვენება მიეცით. როგორც ჩანს, ამ ადამიანების მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის თავის მოწონება და სამართალდამცველების მონსტრებად წარმოჩენაა.

- თქვენ ხომ დიდი ხანია არ ხართ მოქმედი სამართალდამცველი?

- დიახ, მაგრამ ბოლო დღეებში მოქმედი პოლიცილების მისამართითაც არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ეს ტენდენცია სახელმწიფოსთვის საშიშია. მთავრობა, პირველ რიგში, პოლიციელების უფლებებს უნდა იცავდეს. ჩვენ 8 წელია მკვლელებად გვაცხადებენ.

- უახლოეს მომავალში ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნა დაანონსდა, იური ვაზაგაშვილიც ღიად გადებდათ ხელს და შვილის მკვლელად გასახელებდათ, ახლა მისი და გადანაშაულებთ ძმის აფეთქებაში. დაკავების მოლოდინი არ გაქვთ?

- ამ პროცესს მხოლოდ მივესალმები, მთავარია საქმეები პოლიტიკური ნიშნით არ იკერებოდეს. ზურა ვაზაგაშვილის საქმე რომც გაიხსნას, მას პოლიტიკური სარჩული უკვე მიეცა. თუ დამაკავებენ, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. თბილისში ვარ და მობრძანდნენ, მაგრამ მე ის პოლიტიკოსები დამაკავებენ, რომლებიც ქურდულ სამყაროსთან არიან გარიგებულნი.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ