სომხეთში საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მარტიაშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სომხური მედიის ინფორმაციით, ავთანდილ მარტიაშვილს ბრალად ედება ირანიდან სომხეთში ნარკოტიკების მსხვილი პარტიის კონტრაბანდა. 62 წლის ავთანდილ მარტიაშვილი სომხეთ-ირანის საზღვარზე 2013 წლის 17 იანვარს დააკავეს. სომეხმა სამართალდამცველებმა ავტომობილში, რომელსაც ავთანდილ მარტიაშვილი მართავდა, 927 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს.
რეგიონისთვის უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული ტვირთის ტრანსპორტირებისას ავთანდილ მარტიაშვილი თურქეთის მოქალაქე ოსმან უგურლუსთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც სასამართლომ 19 წლით პატიმრობა შეუფარდა.