როგორ ააფეთქეს ვაზაგაშვილი: დამოუკიდებელი ექსპერტის პირველი შეფასება საფლავის დათვალიერების შემდეგ

როგორ ააფეთქეს ვაზაგაშვილი: დამოუკიდებელი ექსპერტის პირველი შეფასება საფლავის დათვალიერების შემდეგ

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის პულტით არ იმართებოდა.

"ეს იყო ქარხნული წარმოების საბრძოლო მასალა. ამოღებულია ფრაგმენტები, მაგრამ დისტანციური მართვის შემადგენელი ნაწილები არ ყოფილა აღმოჩენილი. არ მგონია, რომ დისტანციური მართვის პულტზე ყოფილიყო. ფაქტობრივად, სახეობა დადგენილია, საუბარია, მოდელის დაკონკრეტებაზე. დათვალიერების დროს იმის საშუალება არ არის, რომ მოდელი ზუსტად დაადგინო. რაც შეეხება ტიპს, უკვე დადგენილია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ალთუნაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ქარხნული წარმოების ასაფეთქებელი მოწყობილობა, ჩვეულებრივი საბრძოლო მასა, რომლის შენახვა-შეძენა-გადატანა კანონის შესაბამისად ისჯება.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ