ბარაკ ობამა - რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი, დაშლილია

ბარაკ ობამა - რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი, დაშლილია

აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკული ძალისა და დიპლომატიის დემონსტრირება იყო, რომელმაც მოსკოვი და მისი ეკონომიკა იზოლაციაში მოაქცია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა."რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობით, უკრაინის დემოკრატიის მხარდაჭერითა და ნატო-ს მოკავშირეების თანადგომით, ჩვენ ვიცავთ პრინციპს, რომ დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება დაემუქრონ მცირე სახელმწიფოებს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა, როდესაც მოკავშირეებთან ერთად რუსეთს სანქციები დაუწესა მაშინ, როცა ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ პუტინის აგრესია მისი სტრატეგიისა და ძალის ოსტატური გამოვლინებაა."დღეს, ამერიკა ძლიერი და ერთიანია ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი - იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი, დაშლილია. სწორედ ასე მიიწევს წინ ამერიკა - არა ფუჭი მუქარით, არამედ მუდმივი, ურყევი სიმტკიცით ", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა