ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც "ცოცხლობენ"

ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც "ცოცხლობენ"

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას ცნობილი ადამიანების შესახებ, რომელთა სხეულის ნაწილებმა "სიცოცხლე" სიკვდილის შემდეგაც განაგრძეს.

ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი გასული საუკუნის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი იყო. მისი გენიალური ტვინი, რომელიც ასე წარმატებით ხსნიდა მათემატიკურ ფორმულებს, სიკვდილის შემდეგ მეცნიერთა შესწავლის საგანი გახდა. პათოლოგანატომმა ტომას შტოლც ჰარვიმ, მეცნიერის ტვინი ნაწილებად დაყო და ლაბორატორიაში მისი შესწავლა დაიწყო. მეცნიერის ტვინის კვლევის შედეგად, არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. გარდა ამისა, ოფთალმოლოგმა ჰენრი აბრამსმა გენიოსის თვალებიც შეინახა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ინახება.

მატა ჰარი

ნამდვილი სახელი გერტრუდა ზელე, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისის ცნობილი მოცეკვავე და კურტიზანი იყო. მსგავსი ვარსკვლავები პარიზში არც თუ ისე ცოტა იყო, თუმცა, მატა ჰარიმ პოპულარობა იმ ხმების გამო მოიპოვა, რომელიც მის ფაშისტურ გერმანიასთან კავშირზე მიუთითებდა. მოცეკვავე პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაცხრილეს, ხოლო მისი სხეული ანატომიურ თეატრს გადასცეს. მატა ჰარის ბალზამირებული თავი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა პარიზის ანატომიის მუზეუმში. ამ დროისთვის მატა ჰარის სხეულისა და თავის ადგილსამყოფელი უცნობია. სავარაუდოდ, ისინი მუზეუმის გადასვლის დროს, 1954 წელს მოიპარეს.

ნაპოლეონ ბონაპარტი

ფრანგი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკუთარ ანდერძში, ბონაპარტმა მისი სხეულის გაკვეთის და შესწავლის უფლება მისცა ექიმებს. გაკვეთის დროს, ერთ-ერთმა ექიმმა იმპერატორს სასქესო ორგანო მოაჭრა და კორსიკელ მღვდელს აჩუქა, რომელმაც საჩუქარი ევროპაში ჩაიტანა. ამჟამად, იმპერატორის პენისი, ვინმე ევან ლატიმერს ეკუთვნის, რომელმაც იგი 1977 წელს აუქციონზე სამი ათას დოლარად შეიძინა.

ნიკოლო პაგანინი

"ისე უკრავს, თითქოს რაიმე ბოროტი სული ჩაუსახლდა" - ასე ამბობდნენ ცნობილ იტალიელ მევიოლინოზე მისი თანამედროვეები და ნიკოლოც არ ცდილობდა ამის უარყოფას. შავი პიარი ხომ მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდიდა. თუმცა, საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პაგანინის შვილს უფლება არ მისცეს, მამის სხეული ნიცის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაეკრძალა. პაგანინის შვილი მამის სხეულს ერთი ადგილიდან მეორეზე ატარებდა. იგი რამდენჯერმე საიდუმლოდ დაკრძალეს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში. გენიოსის სხეულმა მოსვენება სიკვდილიდან მხოლოდ 56 წლის შემდეგ შეძლო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს