"რესპუბლიკლებს" მიგვითითეს, იქნებ, კოალიციიდან წახვიდეთო" - რა ხდება კოალიციაში და ვინ ცდილობდა უსუფაშვილის გადაბირებას

"რესპუბლიკლებს" მიგვითითეს, იქნებ, კოალიციიდან წახვიდეთო" - რა ხდება კოალიციაში და ვინ ცდილობდა უსუფაშვილის გადაბირებას

ფული, პოლიტიკური ამბიცია თუ ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ტვირთი - ბოლო ხანს რატომ აკრიტიკებს "რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას"ასე მწარედ და ვინ ითხოვს კოალიციიდან მათ გასვლას? - ამას "კვირის პალიტრასთან" "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი განმარტავს:

- კოალიცია ერთპარტიული სისტემა არ არის, რომ მასში შემავალი თითოეული პარტია ერთ აზრზე ჩამოყალიბდეს. შესაძლოა, "რესპუბლიკელები"დღეს უფრო მკვეთრად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, მაგრამ კოალიციის დანარჩენ წევრებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრებები.

- და მაინც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოალიციაში ფინანსები ვერ გაიყავით.

- ეს შეკითხვა ბევრმა დამისვა, მაგრამ არ ვიცი, რა ფულზე საუბრობთ, სად არის ეს ფული, რომ ავიღოთ? დედას გეფიცები, მამას გეფიცები, ცოლსა და შვილს გეფიცები, ფულის განაწილებაზე საუბარი არტაოსდეს ყოფილა. ამაზე მეტი რა გითხრათ? არანაირ უკანონო ფულზე ლაპარაკი არ ყოფილა. "რესპუბლიკური პარტია"და ფული ერთმანეთთან შორსაა.

- რატომ, სახელმწიფოსგან ერთი მილიონი ხომ აიღეთ?

- თუ პარტიამ კანონიერი ფინანსები მიიღო, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - კოალიცია ერთპარტიული სტრუქტურა არ უნდა იყოს. გუნდურობა ბრბოს ნაწილად ყოფნას არ ნიშნავს. მაგალითად, როცა პარლამენტში განსახილველად რაღაც კანონპროექტი შემოდის, მას განხილვების დაწყებამდე უნდა ვეცნობოდეთ. ბავშვი არ ვარ და ისედაც ყველას ესმის, რომ ვიღაცებისთვის კოალიციიდან "რესპუბლიკური პარტიის"წასვლა, დიდი სიკეთეა. "რესპუბლიკელებს" მიგვითითეს კიდეც, იქნებ, კოალიციდან წახვიდეთო, მაგრამ კოალიციის დასატოვებლად სხვისი მითითება არ გვჭირდება. ამაზე ჩვენი პასუხია - თვითონ წავიდნენ!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა