ჩეჩნეთში კარიკატურების საწინააღმდეგო ნახევარმილიონიანი აქცია გაიმართება

ჩეჩნეთში კარიკატურების საწინააღმდეგო ნახევარმილიონიანი აქცია გაიმართება

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში 19 იანვარს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართება. რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რიზვან დადაევის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ აქციაზე 500 ათასი ადამიანი გამოვიდეს. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.

"როდესაც ზოგიერთი ადამიანი ცდილობს წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფა მიაყენოს, ამან არ შეიძლება ნებისმიერი მუსლიმის სულზე არ იმოქმედოს. ამ აქციაზე კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მისი და სხვა წინასწარმეტყველების მიმართ სიყვარულს", - განაცხადა დადაევმა. აქცია, სახელწოდებით "სიყვარული წინასწარმეტყველ მუჰამედისადმი" და კარიკატურების წინააღმდეგ ქალაქის "მინუტკას" მოედნიდან დაიწყება და აჰმად-ჰაჯი კადიროვის ცენტრალურ მეჩეთთან დასრულდება. აქციის ორგანიზატორები რესპუბლიკის სასულიერო პირები არიან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა