"ავტოსაგზაო შემთხვევებში უფრო ხშირად მამაკაცები ხვდებიან" - როგორი მძღოლია და როდის იძინებს მანქანაში გვანცა დარასელია

"ავტოსაგზაო შემთხვევებში უფრო ხშირად მამაკაცები ხვდებიან" - როგორი მძღოლია და როდის იძინებს მანქანაში გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია რამდენიმე წელია, მანქანას მართავს. მისი ყველაზე მოწესრიგებული მგზავრი, რომელიც მოდუნების საშუალებს არ აძლევს და აკონტროლებს, რომ კარგად შეასრულოს ყველა წესი, ტელეწამყვანის პატარა შვილი ერეკლეა. მანქანასთან პოზირების შემდეგ გვანცა საჭეს მიუჯდა და ინტერვიუც სწორედ ამ თემაზე ჩავწერეთ.

- მანქანა ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა, როცა ქალი იჯდა საჭესთან, თან, დედაჩემი დიდი ხანია, მანქანას მართავს, ბევრი წელი ''ნივა'' ჰყავდა და იმით დადიოდა. მეც ''ნივაზე'' ვისწავლე ტარება, ჩემი ძმა და დედა მასწავლიდნენ. მართვის მოწმობა გათხოვების შემდეგ ავიღე, არ გამძნელებია. გამოცდაზე რომ გავედი, ფეხმძიმედ ვიყავი, პაპანაქება ზაფხული იყო. ჩემთვის მართვის მოწმობის აღება, განცდისა და სიხარულის თვალსაზრისით, უმაღლესში მოწყობის ტოლფასი იყო. თითქოს ეს უკვე სხვა ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში.

- ეს შენი პირველი მანქანაა?

- კი, ორკარიანი ''მიცუბიში პაჯერო'' - ესაა ჩემი პირველი მანქანა, პატარა, მოხდენილი, მუშა. არაა მაღალი კლასის მანქანა და სიმართლე გითხრა, არც მაქვს გართულება, რომ მაინცდამაინც სასწაული მანქანით ვიარო.

- ტექნიკური საკითხები თუ გესმის?

- კი. მძღოლისთვის მთავარია ალღო, თუ გაქვს ეს თვისება, ტარებასაც მარტივად ისწავლი და მიხვდები კიდეც, რომ რაღაც ისე არ აქვს მანქანას. ვერ ვიტყვი, ხმა რომ მესმის, აუცილებლად ვხვდები, საიდან შეიძლება მოდიოდეს და რა შეიძლება ჰქონდეს გაფუჭებული, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით ვარ, საბურავებს ვუყურებ, ვამოწმებ. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ რა, ინტერვიუზე სანამ წამოვიდოდი, საბურავი დაშვებული დამხვდა, წავიყვანე ვულკანიზაციაში და გამიკეთეს, თუმცა, როცა რაღაც სერიოზულია, თუნდაც ზეთის გამოცვლა და ა.შ. მაშინ ჩემს ქმარს, ძმას ან მამას მიჰყავს.

- ხშირად ქალებისთვის მანქანა სახლია, გარდერობის თვალსაზრისითაც.

- ხშირად ვერ ვახერხებ სამსახურიდან სახლში გავლას, გამოცვლას, ამიტომ ზოგჯერ მანქანაში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი მიდევს, საკიდებზე ტანსაცმელი კიდია და ა.შ. ამ მხრივ ცოტა მოუხერხებელია ეს მანქანა, რადგან ორკარიანია, წინიდან გიწევს სავარძლის გაწევა და ისე მოქმედება. ხშირადაა შემთხვევა, როცა ვინმე უნდა წავიყვანო, მაგრამ უკან ისეთი ამბავი ხდება, დასაჯდომი აღარაა, თან მიდევს ''ქარსითი'', რომელიც ბავშვის დასაჯდომად აუცილებელია და ერთ სრულ ადგილს იკავებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება