სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''საკუთარმა მულმა სახლში ბორდელი გამიხსნა და მეძაობა დამაწყებინა...''
''საკუთარმა მულმა სახლში ბორდელი გამიხსნა და მეძაობა დამაწყებინა...''

გა­ჭირ­ვე­ბა, ალ­ბათ, უამ­რავ რა­მეს გა­გა­კე­თე­ბი­ნებს ადა­მი­ანს, მაგ­რამ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მე­ძა­ო­ბა მო­უ­წევ­და. მარ­თლაც მძი­მე იყო 29 წლის ლი­კას ინ­ტერ­ვიუ მო­სას­მე­ნად და იმე­დია, ოდეს­მე მა­ინც და­აღ­წევს თავს ჭა­ობს, სა­ი­დან ამოს­ვლა­საც ცდი­ლობს.

ლიკა:

- 20 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, მე და ნუგ­ზარს სი­გი­ჟემ­დე გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მალე ბავ­შვიც შეგ­ვე­ძი­ნა და მე­ო­რე შვილ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ, რომ მე­უღ­ლე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­მე­ღუ­პა. ვცდი­ლობ­დი, არ მე­ნერ­ვი­უ­ლა, რომ მუ­ცე­ლი არ მომშლო­და და სა­ბედ­ნი­ე­როდ, პა­ტა­რა თორ­ნი­კე ასე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. 24 წლის ასაკ­ში დავ­ქვრივ­დი და შვი­ლებს წვა­ლე­ბით ვზრდი­დი. ჩემს მშობ­ლებს ძა­ლი­ან უჭირთ და თვი­თონ იყ­ვნენ და­სახ­მა­რე­ბე­ლი. მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი კი ძა­ლი­ან ცუ­დად მო­მექ­ცნენ, მი­თხრეს, ჩვე­ნი შვი­ლის­თვის ცუდი ფეხი გქო­ნია, სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და წას­ვლას და აქ შენ გამო დარ­ჩა, რომ წა­სუ­ლი­ყო, იქ­ნებ, ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყოო.

- მა­ნამ­დე რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბა არ გა­ხა­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ცუ­და­დაც არ მექ­ცე­ოდ­ნენ. ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით და არა­ფერს მიშ­ლიდ­ნენ. ერ­თა­დერ­თი მული მე­მე­გობ­რე­ბო­და ძა­ლი­ან. სულ ჩემ­თან იყო, მე­უბ­ნე­ბო­და, აუ­ტა­ნე­ლი მშობ­ლე­ბი მყავს და იქ ცხოვ­რე­ბას შენ­თან მირ­ჩევ­ნი­აო. ცხოვ­რე­ბა არე­უ­ლი ჰქონ­და. ვი­ღაც ბიჭ­მა შე­აც­დი­ნა, თვი­თონ ამ­ბობს, რომ ძალა იხ­მა­რა და და­ფეხ­მძიმ­და. გა­გი­ჟე­ბულ­მა სამი თვის ბავ­შვი მო­ი­ცი­ლა. ამის შემ­დეგ მშობ­ლე­ბი უფრო გა­და­ი­რივ­ნენ და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩემ­თან გად­მო­ვი­და.

- ამ დროს მე­უღ­ლე უკვე გარ­და­ცვლი­ლი გყავ­და?

- კი, ნუგ­ზა­რი რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ამ­დენს ვერ გა­ბე­დავ­და. არ მსი­ა­მოვ­ნებ­და მისი ცხოვ­რე­ბის წესი, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­დე­ნად თბი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი იყო, რომ დავ­თან­ხმდი. თან, მა­შინ ვერ ვხვდე­ბო­დი სა­ი­დან, მაგ­რამ საჭ­მლის ფული მას მოჰ­ქონ­და სახ­ლში, რომ მე და ჩემი შვი­ლე­ბი შიმ­ში­ლით არ დავ­ხო­ცი­ლი­ყა­ვით. ორი პა­ტა­რა ბავ­შვით სამ­სა­ხურ­ში გას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი და მთელ დღე­ებს სახ­ლში ვა­ტა­რებ­დი.

- უბე­დუ­რე­ბა რო­დის და­ი­წყო?

- ორი წლის წინ, რო­დე­საც სახ­ლში ვინ­მე თე­მუ­რი და რეზო მო­იყ­ვა­ნა. მე­გობ­რე­ბად გა­მაც­ნო და მეც სუფ­რა გა­ვუ­შა­ლე, მაგ­რამ მალე მივ­ხვდი, რომ კა­ცე­ბი ღამე წას­ვლას არ აპი­რებ­დნენ. თე­მუ­რი და ჩემი მული ერ­თად დაწ­ვნენ, რა უნდა მეთ­ქვა, იქ სკან­დალს ხომ ვერ ავ­ტეხ­დი?! რე­ზოს კი ცალ­კე გა­ვუ­შა­ლე და ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად შე­ვე­დი და­სა­ძი­ნებ­ლად. შუ­ა­ღა­მეს ჩემი ოთა­ხის კარ­ზე კა­კუნ­მა გა­მაღ­ვი­ძა. გა­ვე­დი და რეზო იდგა ქვე­და საც­ვლით. უცებ ხელი მომ­კი­და და მი­თხრა, რომ ხმა არ ამო­მე­ღო და ლო­გი­ნის­კენ გა­მათ­რია. იმ ღა­მეს გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა. მივ­ხვდი, რომ მუ­ლის­თვის არაფ­რის თქმას აზრი არ ჰქონ­და და მისი მო­წყო­ბი­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს, როცა კა­ცე­ბი წა­ვიდ­ნენ, ის­ტე­რი­კა­ში ჩავ­ვარ­დი. სა­ხე­ში სამი ას­ლა­რი­ა­ნი მეს­რო­ლა და მი­თხრა, აი, სა­ი­დან მო­დის ეს ფული. და­ვი­ღა­ლე და დროა, ერთი ად­გი­ლი შენც გა­ან­ძრი­ოო. არ ვიცი, რა და­მე­მარ­თა, რომ მა­შინ ამ ჭა­ობ­ში ჩათ­რე­ვას დავ­თან­ხმდი და დღეს ჩემი სახ­ლი ბორ­დე­ლად არის ქცე­უ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''საკუთარმა მულმა სახლში ბორდელი გამიხსნა და მეძაობა დამაწყებინა...''

''საკუთარმა მულმა სახლში ბორდელი გამიხსნა და მეძაობა დამაწყებინა...''

გაჭირვება, ალბათ, უამრავ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მეძაობა მოუწევდა. მართლაც მძიმე იყო 29 წლის ლიკას ინტერვიუ მოსასმენად და იმედია, ოდესმე მაინც დააღწევს თავს ჭაობს, საიდან ამოსვლასაც ცდილობს.

ლიკა:

- 20 წლის ასაკში გავთხოვდი, მე და ნუგზარს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მალე ბავშვიც შეგვეძინა და მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, რომ მეუღლე ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვცდილობდი, არ მენერვიულა, რომ მუცელი არ მომშლოდა და საბედნიეროდ, პატარა თორნიკე ასე შევინარჩუნე. 24 წლის ასაკში დავქვრივდი და შვილებს წვალებით ვზრდიდი. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ და თვითონ იყვნენ დასახმარებელი. მეუღლის მშობლები კი ძალიან ცუდად მომექცნენ, მითხრეს, ჩვენი შვილისთვის ცუდი ფეხი გქონია, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და აქ შენ გამო დარჩა, რომ წასულიყო, იქნებ, ცოცხალი გადარჩენილიყოო.

- მანამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ჩვეულებრივი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი შეუღლება არ გახარებიათ, მაგრამ ცუდადაც არ მექცეოდნენ. ცალკე ვცხოვრობდით და არაფერს მიშლიდნენ. ერთადერთი მული მემეგობრებოდა ძალიან. სულ ჩემთან იყო, მეუბნებოდა, აუტანელი მშობლები მყავს და იქ ცხოვრებას შენთან მირჩევნიაო. ცხოვრება არეული ჰქონდა. ვიღაც ბიჭმა შეაცდინა, თვითონ ამბობს, რომ ძალა იხმარა და დაფეხმძიმდა. გაგიჟებულმა სამი თვის ბავშვი მოიცილა. ამის შემდეგ მშობლები უფრო გადაირივნენ და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა.

- ამ დროს მეუღლე უკვე გარდა­ცვლილი გყავდა?

- კი, ნუგზარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამდენს ვერ გაბედავდა. არ მსიამოვნებდა მისი ცხოვრების წესი, მაგრამ ურთიერთობაში იმდენად თბილი და კომფორტული იყო, რომ დავთანხმდი. თან, მაშინ ვერ ვხვდებოდი საიდან, მაგრამ საჭმლის ფული მას მოჰქონდა სახლში, რომ მე და ჩემი შვილები შიმშილით არ დავხოცილიყავით. ორი პატარა ბავშვით სამსახურში გასვლას ვერ ვახერხებდი და მთელ დღეებს სახლში ვატარებდი.

- უბედურება როდის დაიწყო?

- ორი წლის წინ, როდესაც სახლში ვინმე თემური და რეზო მოიყვანა. მეგობრებად გამაცნო და მეც სუფრა გავუშალე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ კაცები ღამე წასვლას არ აპირებდნენ. თემური და ჩემი მული ერთად დაწვნენ, რა უნდა მეთქვა, იქ სკანდალს ხომ ვერ ავტეხდი?! რეზოს კი ცალკე გავუშალე და ჩემს შვილებთან ერთად შევედი დასაძინებლად. შუაღამეს ჩემი ოთახის კარზე კაკუნმა გამაღვიძა. გავედი და რეზო იდგა ქვედა საცვლით. უცებ ხელი მომკიდა და მითხრა, რომ ხმა არ ამომეღო და ლოგინისკენ გამათრია. იმ ღამეს გამაუპატიურა. მივხვდი, რომ მულისთვის არაფრის თქმას აზრი არ ჰქონდა და მისი მოწყობილი იყო ყველაფერი, მაგრამ მეორე დღეს, როცა კაცები წავიდნენ, ისტერიკაში ჩავვარდი. სახეში სამი ასლარიანი მესროლა და მითხრა, აი, საიდან მოდის ეს ფული. დავიღალე და დროა, ერთი ადგილი შენც გაანძრიოო. არ ვიცი, რა დამემართა, რომ მაშინ ამ ჭაობში ჩათრევას დავთანხმდი და დღეს ჩემი სახლი ბორდელად არის ქცეული.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს