ლადო სადღობელაშვილი კვერცხის სროლის გამო დააკავეს - "თავისუფალი ზონის" ოფისთან პოლიიაა მობილიზებული

ლადო სადღობელაშვილი კვერცხის სროლის გამო დააკავეს - "თავისუფალი ზონის" ოფისთან პოლიიაა მობილიზებული

"თავისუფალი თაობის" ოფისის წინ "თავისუფალი თაობის" საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი თაობის" გამგეობის წევრმა ნოდარ ლომჯარიამ განუცხადა, ორგანიზაციამ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი – "თავისუფალი ზონის" არსებობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. ლომჯარიას თქმით, "თავისუფალმა ზონამ" მისამართი შეიცვალა და ამჟამად მისი ოფისი ორთაჭალაში, გორგასლის N 6-ში განთავსდა. ლომჯარიას განცხადებით, დაკავებულია "თავისუფალი თაობის" 4 წევრი:

ლადო სადღობელაშვილი, ცოტნე ბუჩუკური, გიორგი მუხიგულაშვილი და ზურა ბიგვავა. მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი კვერცხის სროლის გამო იქნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულნი. ამასთან, ლომჯარია აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა მათი ერთ-ერთი წევრი სცემეს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ამ დროისთვის "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა "თავისუფალი ზონის" მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა, აქციის მონაწილეთა ნაწილი პროტესტს აგრძელებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ